არსენა ჯორჯიაშვილი (ფილმი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 54:
ფილმის წარმატებამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მისი გამოსვლისთვის ჯერ კიდევ ცოცხალი იყვნენ არსენა ჯორჯიაშვილის ოჯახის წევრები, მეგობრები და ამბის უშუალო მონაწილენი. პარტიისა და მთავრობის ხელმძღვანელებმა, რომლებიც დაესწრნენ ფილმის პრემიერას „[[აპოლო (კინოთეატრი)|აპოლოში“]], მადლობა გადაუხადეს შემქმნელებს.<ref>''[[გერმანე გოგიტიძე]]'', „ქართული კინოს წარსულიდან“ — საგა, 2013</ref> ძალადობით, ინტრიგითა და სასიყვარული რომანტიკით დახუნძლული ფილმი დადებითად შეაფასეს. მთავარი როლის შემსრულებელ მიხეილ ჭიაურელს კი მაშინდელი ამერიკის და მსოფლიოს კერპს [[დაგლას ფეირბენქსი|დაგლას ფეირბენქსს]] ადარებდნენ.<ref>''Denise J. Youngblood'', "Movies for the masses: Popular cinema and Soviet society in the 1920s", გვ. 77 — Cambridge University press. 1992</ref>
 
ფილმმა იმ დროს ჩვენების რეკორდი მოხსნა, თბილისში ის 155-ჯერ უჩვენეს. პირველ ორ კვირაში მან სრულად აანაზღაურა გაწეული ხარჯები. მოგებამ საშუალება მისცა კინოსექციას გაეუმჯობესებინა კინოატელიე, ლაბორატორია და გაეზარდა თანამრომელთათანამშრომელთა რიცხვი. ფილმი საქართველოს ფარგლებს გასდცა და რუსეთში გავიდა სათაურებით „გენერალ გრიაზნოვის მკვლელობა“, „სიცოცხლე სიკვდილში“, „სიკვდილი სიცოცხლისთვის“. რუსულმა პრესამ მაღალი შეფასება მისცა ფილმს.
 
==ისტორიული ფაქტები==