ქართული კინო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 17:
ქართული კინოს დაბადების წლად ითვლება 1908 წელი, როდესაც [[ვასილ ამაშუკელი]] პირველ ქართულ [[დოკუმენტური ფილმი|დოკუმენტურ ფილმებს]] იღებდა [[ბაქო]]ში. ეს ფილმები შემორჩენილი არ არის. ბაქოს შემდეგ ამაშუკელმა მოღვაწეობა [[ქუთაისი|ქუთაისში]] გააგრძელა. მან 1912 წელს გადაიღო პირველი ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმი „[[აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში]]“. 1910-იან წლებში ფილმებს იღებდა ოპერატორი ივანე ნაცვლიშვილი. მან, ისევე როგორც ამაშუკელმა, 1915 წელს გადაიღო [[აკაკი წერეთელი|აკაკი წერეთლის]] დაკრძალვის კადრები. ეს ფირი 1940 წელს, აკაკის გარდაცვალების 25 წლისთავზე აჩვენეს ფართო საზოგადოებას, მაგრამ შემდეგ დაიკარგა.<ref>''გოგი დოლიძე'', „ქართული კინო გუშინ და დღეს“, კინემატოგრაფიული ძიებანი, ხელოვნება გვ. 116-119 — 1985 წ.</ref>
 
1910-იან წლებში ქართული ეროვნული კინემატოგრაფის პოპულარიზებისთვის იღწვოდნენ [[შალვა დადიანი]], [[გერმანე გოგიტიძე]] და [[იოსებ იმედაშვილი]]. 1911 წელს ერთ-ერთმა ფრანგულმა კინოფირმამ [[შალვა დადიანი|შალვა დადიანს]] შესთავაზა „[[ვეფხისტყაოსანი|ვეფხისტყაოსნის]]“ ეკრანიზაციისთვის სცენარის დაწერა დადიანმა დაწერა სცენარი, რომელიც კომპანიამ მოიწონა. დადიანს რეჟისორის ასისტენტობა და კონსულტანტობაც უნდა გაეწია, მაგრამ ეს წამოწყება [[პირველი მსოფლიო ომი]]ს გამო ჩაიშალა.
 
1913 წელს [[რომანოვები]]ს დინასტიის სამასი წლისთავთან დაკავშირებით დრანკოვისა და ტალდკინის კინოკომპანიამ გადაწყვიტა გადაეღო სრულმეტრაჟიანი ფილმი „კავკასიის დაპყრობა“, რომლის რეჟისორებად ლუდვიგ ჩერნი და [[სიმონ ესაძე]] დაინიშნენ. ესაძეს დაევალა სცენარის დაწერაც. „კავკასიის დაპყრობა“ იყო მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი, რომელიც მოიცავდა პერიოდს XVIII საუკუნიდან XIX საუკუნის 60-იან წლებამდე. გადაღებები სხვადასხვა ადგილას მიმდინარეობდა, მათ შორის [[ქსნის ხეობა]]ში, ერისთავების სასახლეში. მასში, სხვა მსახიობებთან ერთდ, მონაწილეობდნენ ქართველი დრამატული მსახიობები [[ვალერიან გუნია]], რომელმაც რამდენიმე როლი შეასრულა, ზაქრო ბერიშვილი, ვლადიმერ გვიშიანი, ასევე ქართველი თავადაზნაურები. ეს იმ დროისთვის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ფილმი იყო, მასში ოცი ათასამდე სპეციალურად გამოწყობილი და გრიმიანი ჯარისკაცი მონაწილეობდა. ფილმს იღებდა ქართველი ოპერატორი ვლადიმერ კერესელიძე. „კავკასიის დაპყრობა“ ეკრანებზე გამოვიდა 1915 წლის ოქტომბერში და მეფის ოჯახის და აუდიტორიის მოწონება დაიმსახურა. დღეს ფილმი დაკარგულად ითვლება.
ხაზი 23:
1915 წელს სიმონ ესაძეს მიეცა კინოფოტოგადაღებების უფლება კავკასიის ფრონტზე. მან გადაიღო ფილმები „არზრუმის დაცემა“, „ტრაპეზუნდის აღება“, „დაპყრობილი თურქული ქალაქები“. ესაძე თან ახლდა მოიერიშე ჯარის ნაწილებს, რომლებიც არზრუმს უტევდნენ და ამავე დროს აწარმოებდა კინოგადაღებას.
 
1916-19281918 წლებში პროდიუსერი [[გერმანე გოგიტიძე]] ჩაუდგა სათავეში პირველი ქართული მხატვრული ფილმის, [[ალექსანდრე წუწუნავა]]ს „[[ქრისტინე (ფილმი)|ქრისტინეს]]“ გადაღებას [[ეგნატე ნინოშვილი]]ს მოთხრობის მიხედვით.
 
[[File:Tsutsunava, 1918, Christine (clip).ogv|thumb|ნაწყვეტი ფილმიდან „ქრისტინე“]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ქართული_კინო“-დან