ქართული კინო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 19:
 
ქართული კინოს დაბადების წლად ითვლება 1908 წელი, როდესაც [[ვასილ ამაშუკელი]] პირველ ქართულ [[დოკუმენტური ფილმი|დოკუმენტურ ფილმებს]] იღებდა [[ბაქო]]ში. ეს ფილმები შემორჩენილი არ არის. ბაქოს შემდეგ ამაშუკელმა მოღვაწეობა [[ქუთაისი|ქუთაისში]] გააგრძელა. მან 1912 წელს გადაიღო პირველი ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმი „[[აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში]]“. 1910-იან წლებში ფილმებს იღებდა ოპერატორი ივანე ნაცვლიშვილი. მან, ისევე როგორც ამაშუკელმა, 1915 წელს გადაიღო [[აკაკი წერეთელი|აკაკი წერეთლის]] დაკრძალვის კადრები. ეს ფირი 1940 წელს, აკაკის გარდაცვალების 25 წლისთავზე აჩვენეს ფართო საზოგადოებას, მაგრამ შემდეგ დაიკარგა.<ref>''გოგი დოლიძე'', „ქართული კინო გუშინ და დღეს“, კინემატოგრაფიული ძიებანი, ხელოვნება გვ. 116-119 — 1985 წ.</ref>
 
1911 წელს ერთ-ერთმა ფრანგულმა კინოფირმამ [[შალვა დადიანი|შალვა დადიანს]] შესთავაზა „[[ვეფხისტყაოსანი|ვეფხისტყაოსნის]]“ ეკრანიზაციისთვის სცენარის დაწერა დადიანმა დაწერა სცენარი, რომელიც კომპანიამ მოიწონა. დადიანს რეჟისორის ასისტენტობა და კონსულტანტობაც უნდა გაეწია, მაგრამ ეს წამოწყება [[პირველი მსოფლიო ომი]]ს გამო ჩაიშალა.
 
1913 წელს [[რომანოვები]]ს დინასტიის სამასი წლისთავთან დაკავშირებით დრანკოვისა და ტალდკინის კინოკომპანიამ გადაწყვიტა გადაეღო სრულმეტრაჟიანი ფილმი „კავკასიის დაპყრობა“, რომლის რეჟისორებად ლუდვიგ ჩერნი და [[სიმონ ესაძე]] დაინიშნენ. ესაძეს დაევალა სცენარის დაწერაც. „კავკასიის დაპყრობა“ იყო მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი, რომელიც მოიცავდა პერიოდს XVIII საუკუნიდან XIX საუკუნის 60-იან წლებამდე. გადაღებები სხვადასხვა ადგილას მიმდინარეობდა, მათ შორის [[ქსნის ხეობა]]ში, ერისთავების სასახლეში. მასში, სხვა მსახიობებთან ერთდ, მონაწილეობდნენ ქართველი დრამატული მსახიობები [[ვალერიან გუნია]], რომელმაც რამდენიმე როლი შეასრულა, ზაქრო ბერიშვილი, ვლადიმერ გვიშიანი, ასევე ქართველი თავადაზნაურები. ეს იმ დროისთვის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ფილმი იყო, მასში ოცი ათასამდე სპეციალურად გამოწყობილი და გრიმიანი ჯარისკაცი მონაწილეობდა. ფილმს იღებდა ქართველი ოპერატორი ვლადიმერ კერესელიძე. „კავკასიის დაპყრობა“ ეკრანებზე გამოვიდა 1915 წლის ოქტომბერში და მეფის ოჯახის და აუდიტორიის მოწონება დაიმსახურა. დღეს ფილმი დაკარგულად ითვლება.
Line 29 ⟶ 31:
 
===ქართული საბჭოთა კინო===
საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, 1921 წელს კინოს სექცია გაიხსნა განათლების სახალხო კომისარიატში. 1923-1928 წლებში ეს სექცია საქკინმრეწველობად ჩამოყალიბდა. ქართულ კინოწარმოებაში აქტიურად ჩაებნენ რუსეთიდან ჩამოსული რეჟისორები: [[ივანე პერესტიანი]], [[ამო ბეკ-ნაზაროვი]], [[ვლადიმერ ბარსკი]]. პერესტიანმა ქართულ კინოში რევოლუციური თემატიკა შეიტანა. აღსანიშნავია მისი ფილმები „[[არსენა ყაჩაღი]]“ (1921 წ.) „[[სურამის ციხე (ფილმი)|სურამის ციხე]]“ (1922 წ.) „[[წითელი ეშმაკუნები]]“ (1923 წ.) მაყურებელთა მოწონებას იმსახურებდა ალექსანდრე წუწუნავას ფილმები „[[ვინ არის დამნაშავე]]“ (1925 წ.) „[[ხანუმა]]“ (1926 წ.) „[[ჯანყი გურიაში (ფილმი)|ჯანყი გურიაში]]“ (1928 წ.). წუწუნავას ფილმებში მონაწილეობდა პირველი ქართველი კინოვარსკვლავი [[ნატო ვაჩნაძე]]. 1924-1929 წლებში ქართულ კინოში მოღვაწეობდა თეატრის რეჟისორი [[კოტე მარჯანიშვილი]].
 
[[1920-იანები|1920-იანი]] წლების შუა ხანებში ხელმეორედ გაჩნდა „ვეფხისტყაოსნის“ ეკრანიზაციის აზრი. ამჯერად ეკრანიზაციის იდეა [[საქართველოს სსრ]] სახკომსაბჭოს თავმჯდომარე [[შალვა ელიავა]]ს ეკუთვნოდა. [[გერმანე გოგიტიძე]] მივლენილი იქნა გერმანიაში, „ნიბელუნგების“ რეჟისორ [[ფრიც ლანგი|ფრიც ლანგთან]] შესახვედრად. თავად გოგიტიძე ეჭვით უცქერდა ნაწარმოების ეკრანიზაციის იდეას.<ref>ქართული კინოს წარსულიდან, გერმანე გოგიტიძე, გვ. 120 — საგა, 2013 წ.</ref>გოგიტიძე ლანგს მოუყვა პოემის მოკლე შინაარს. რეჟისორი დასთანხმდა და ასისტენტისა და ოპერატორების თანხლება მოითხოვა. როცა ხარჯთაღრიცხვა დაიანგარიშეს, უზარმაზარი თანხა გამოვიდა. გოგიტიძე ამბობდა, ფრიც ლანგმა იმდენი თანხა მოითხოვა, იმ ფულით რამდენიმე [[ზაჰესი|ზაჰესსა]] და [[რიონჰესი|რიონჰესს]] ავაშენებდიოთო.<ref>ჟურნალი „საბჭოთა ხელოვნება“ N10, გვ 32-43 — 1966 წ.</ref>გოგიტიძემ, რომელსაც არ სჯეროდა, რომ ამ პროექტს მომავალი ექნებოდა, როგორც შემდგომში თავის მოგნენებში აღწერა, განზრახ გააზვიადა ლანგის მიერ წამოყენებული მოთხოვნები.
 
[[File:ნატო ვაჩნაძე და ვანო სარაჯიშვილი- კინო-ფილმი მამის მკვლელი.JPG|thumb|ნატო ვაჩნაძე და ვანო სარაჯიშვილი- კინოფილმში „[[მამის მკვლელი (ფილმი)|მამის მკვლელი“]]]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ქართული_კინო“-დან