გერმანე გოგიტიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 27:
 
უმაღლესი განათლება მიიღო [[პარიზი|პარიზში.]] 1914 წელს ოზურგეთში გახსნა მისივე თანხებით აშენებული [[თეატრი]] 250-კაციანი დარბაზით და მოძრავი სცენით, რომელიც შემდგომ კინოთეატრ „ილუზიონად“ გადაკეთდა. ამ საქმეში მას ეხმარებოდნენ ნესტორ აბაშიძე და სტანისლავ კალატოზიშვილი. 1916–1918 წლებში [[ალექსანდრე წუწუნავა]]სთან ერთად გადაიღო პირველი მხატვრული ფილმი „[[ქრისტინე (ფილმი)|ქრისტინე]]“. 1921 წელს სათავეში ჩაუდგა [[საქართველოს სსრ]] განათლების სახალხო კომისარიატთან არსებულ კინოსექციას; 1923 წლიდან იყო „[[სახკინმრეწვი]]ს“ დირექტორ–განმკარგულებელი.
 
1936 წელს [[გერმანე გოგიტიძე]] მივლენილი იქნა გერმანიაში, „ნიბელუნგების“ რეჟისორ [[ფრიც ლანგი|ფრიც ლანგთან]] შესახვედრად, რათა განეხილათ [[ვეფხისტყაოსანი|„ვეფხიტყაოსნის“]] ეკრანიზაციის საკითხი. თავად გოგიტიძე ეჭვით უცქერდა ნაწარმოების ეკრანიზაციის იდეას.<ref>ქართული კინოს წარსულიდან, გერმანე გოგიტიძე, გვ. 120 — საგა, 2013 წ.</ref>გოგიტიძე ლანგს მოუყვა პოემის მოკლე შინაარს. რეჟისორი დასთანხმდა და ასისტენტისა და ოპერატორების თანხლება მოითხოვა. როცა ხარჯთაღრიცხვა დაიანგარიშეს, უზარმაზარი თანხა გამოვიდა. გოგიტიძე ამბობდა, ფრიც ლანგმა იმდენი თანხა მოითხოვა, იმ ფულით რამდენიმე [[ზაჰესი|ზაჰესსა]] და [[რიონჰესი|რიონჰესს]] ავაშენებდიოთო.<ref>ჟურნალი „საბჭოთა ხელოვნება“ N10, გვ 32-43 — 1966 წ.</ref>გოგიტიძემ, რომელსაც არ სჯეროდა, რომ ამ პროექტს მომავალი ექნებოდა, როგორც შემდგომში თავის მოგნენებში აღწერა, განზრახ გააზვიადა ლანგის მიერ წამოყენებული მოთხოვნები.
 
გოგიტიძემ დიდი როლი შეასრულა საქართველოში კინოწარმოების განვითარებასა და პროპაგანდაში; მისი ძალისხმევით მოხერხდა ქართული ფილმების უცხოეთში ჩვენება. ავტორია წიგნისა „ქართული კინოს წარსულიდან“.
Line 32 ⟶ 34:
==ლიტერატურა==
*ენციკლოპედია „საქართველო“, ტ.2 გვ.62 – თბილისი, 2012
 
==სქოლიო==
{{სქოლიო}}
 
{{DEFAULTSORT:გოგიტიძე, გერმანე}}