შიმეილი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ვიკიფიცირება
(განსხვავება არ არის)

14:29, 5 აგვისტო 2015-ის ვერსია

შიმეილი, ში-მეილი (ინგლ. shemale, she male - იგი (ქალი) მამაკაცია) - ადამიანი, რომელსაც გააჩნია ქალის გარეგნობა (ხშირად მეორადი სასქესო ნიშნები) და საზოგადოებაში ასრულებს ქალის სოციალურ როლს (მესამეხარისხოვანი სასქესო ნიშნები), და ამავე დროს აქვს მამაკაცის სასქესო ორგანოები (პირველადი სასქესო ნიშნები), ძირითად შემთხვევებში პენისისა და ერექციის ყველა სრული ფუნქციით. შიმეილი ტრანსგენდერი ადამიანების თემს განეკუთვნება.

ტრანსგენდერი ადამიანების დიდი ნაწილი ტერმინს შეურაცხმყოფელად აღიქვამს, აცხადებს რა, რომ ტერმინი დასცინის ან ნაკლებ პატივისცემას გამოხატავს გენდერული იდენტობის და ტრანსგენდერი ადამიანების გენდერული თვითგამოხატვის მიმართ.

ტერმინი მე-19 საუკუნის შუა პერიოდიდან გამოიყენება, მაშინ ის იუმორისტულ კოლოკვიალიზმს წარმოადგენდა ქალთან, განსაკუთრებით კი აგრესიულ ქალთან მიმართებაში.

ზოგიერთი ბიოლოგი სიტყვა "შიმეილს" იმისათვის გამოიყენებდა, რომ აღეწერა მამრი ცხოველები, რომლებიც მდედრებისთვის დამახასიათებელ ნიშან-თვისებებს ავლენდნენ. ტერმინს ზოგიერთი ფსიქოლოგიც იყენებს, როდესაც მიმართავს ტრანსექსუალ ხალხს, რომლებიც თავს გამოხატავენ ქალად პლასტიკური ოპერაციის ჩარევის გარეშე.


ლიტერატურა

  • Castañeda, Laura and Shannon B. Campbell News and Sexuality: Media Portraits of Diversity. SAGE, ISBN 978-1-4129-0999-0
  • Mason, R. T., & Crew, D. (1985). Female mimicry in garter snakes. Nature, 316, 59-60.

რესურსები ინტერნეტში

https://en.wikipedia.org/wiki/Shemale