ქართული კინო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 13:
1900 წელს ფოტოგრაფმა დავით დიღმელოვმა ვაჟთან [[ალექსანდრე დიღმელოვი|ალექსანდრესთან]] ერთად მოსკოვიდან თბილისში ჩაიტანა „ლატერნა მაგიკა“ და იმით აწყობდა ჩვენებებს, მალე დიღმელოვებმა შეიძინეს, სინემატოგრაფი ლუმიერების სისტემის საპროექციო აპარატურა შეიძინა და ჯონ მორისის ფსევდონიმით საქართველოს სხვადასხვა მხარეები მოიარეს საკუთარი პროგრამით. ორი წლის შემდეგ დიღმელოვებმა ამავე პროგრამით იმოგზაურეს რუსეთში, აზერბაიჯანში, შუა აზიასა და თურქეთში. 1904 წლისთვის მათი პროგრამა ამოიწურა. ამავე წელს თბილისში, [[რუსთაველის გამზირი|გოლოვინის პროსპექტზე]] რესტორან „დათვის“ შენობაში გაიხსნა პირველი სტაციონარული [[კინოთეატრი]] „ილუზიონი“. 1905 წელს სოფია ივანიცკაიამ, ოდესელმა ბიზნესმენმა, [[მუშტაიდის ბაღი|მუშტაიდის ბაღში]] საზაფხულო კინოთეატრი გახსნა. მანამდე ის ფილმებს სათავადაზნაურო თეატრში (დღევანდელი გრიბოედოვის თეატრი) და ძმები ნიკიტინების ცირკში (ზარია ვოსტოკას რედაქცია) უჩვენებდა. მანვე ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინა ალექსანდრე დიღმელოვს კინო ქრონიკების გადასაღებად.
 
1907 წლისთვის თბილისში აშენდა ახალი კინოთეატრები: „მუზა“, „აპოლო“, „კოლიზეი“, „ლირა“, „მინიონი“, „სინემა-დისკი“ და აშ. მათ ხშირ შემთვევაში პროჟექტორებს ან ელექტრო-თეატრებს უწოდებდნენ. პირველი ელექტრო-თეატრი „[[აპოლო (კინოთეატრი)|აპოლო]]“ იყო. შემდგომ წლებში კინოთეატრების რიცხვი გაიზარდა. მათი უმრავლესობა განლაგებული იყო [[აღმაშენებლის გამზირი|მიხაილოვის გამზირზე]]. [[რუსთაველის გამზირი|გოლოვინზე]] ერთადერთი კინოთეატრი „არფასტო“ მდებარეობდა დღევანდელი კინოსა და თეატრის ინსტიტუტის შენობაში და [[მიქაელ არამიანცი|მიქაელ არამიანცს]] ეკუთვნოდა. თბილისში გაიხსნა უცხოური კინოკომპანიების — „პატეს„, „გომონის“, „ამბროზიოს“ „ჩინეზის“ ფილიალებიც. თბილისის ქუჩებში 15 სარეკლამო ბოძი იდგა და მათზე აფიშები იყო გაკრული. 1911-12 წლებში კი [[ფოთი|ფოთში]] ვინმე გაბელიას აუშენებია 500 ადგილიანი კინოთეატრი, რომლის წინ დიდი სცენა ჰქონდა მოწყობილი წარმოდგენებისთვის.
 
{{ციტატა|თბილისს, რომლის მცხოვრებნი ესეოდენ უჩივიან უფულობას, უყვარს გართობა და დროსტარება. არა მარტო კლუბები, თეატრები, ცირკი და კინემატოგრაფის დარბაზებია ყოველ საღამოს გადაჭედილი, არამედ რესტორნები და ლუდხანებიც|„კაუკაზიშე პოსტი“<ref>გაზეთი „კაუკაზიშე პოსტი“ N37 — 1908 წ.</ref>}}
 
ამავე წლებში [[ვასილ ამაშუკელი]] პირველ ქართულ [[დოკუმენტური ფილმი|დოკუმენტურ ფილმებს]] იღებდა [[ბაქო]]ში. მათ შორის იყო „ქართველი სცენის მოღვაწენი“ და „ქვანახშირის გადაზიდვა აქლემებით“. მანვემან 1912 წელს გადაიღო პირველი ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმი „[[აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში]]“. 1916-1928 წლებში პროდიუსერი [[გერმანე გოგიტიძე]] ჩაუდგა სათავეში პირველი ქართული მხატვრული ფილმის, [[ალექსანდრე წუწუნავა]]ს „[[ქრისტინე (ფილმი)|ქრისტინეს]]“ გადაღებას [[ეგნატე ნინოშვილი]]ს მოთხრობის მიხედვით.
 
===ქართული საბჭოთა კინო===
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ქართული_კინო“-დან