მორგოთი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
'''მელკორი''', იგივე '''მორგოთი''' — გამოგონილი პერსონაჟი [[ჯ.რ.რ. ტოლკინი]]ს [[ლეგენდარიუმი|ლეგენდარიუმში]]. იგი ერთ-ერთი უმაღლესი აინუ იყო.
 
==ისტორია==
 
მელკორი სხვა [[აინურები|აინურებთან]] ერთად ჩამოვიდა მიწაზე, მაგრამ ისურვა ყველაფერზე ბატონობა და ვალართა მიერ განდევნილი იქნა. პასუხად [[ვალარები|ვალარებთან]] პირველი ომი დაიწყო და ამ ომში ლიდერობდა. გამარჯვება მოიპოვეს მხოლოდ ტულკასის დახმარებით. მაგრამ მელკორის მხარეს ბევრი მაია გადავიდა.
 
მელკორმა საიდუმლოდ ააშენა უტუმნოს ციტადელი, შუახმელეთის აღმოსავლეთით. ჩრდილო-დასავლეთში მან სხვა ციხესიმაგრე, ანგბანდი ააგო, სადაც მოურავად საურონი დატოვა.
 
ელფთა გამოღვიძების მოლოდინში ვალარებმა შექმნეს მნათობები და გადაწყვიტეს მელკორის დამარცხება. მაგრამ იგი პირველი გამოჩნდა, დაამსხვრია მნათობები და ამით შუახმელეთის ფორმებიც შეცვალა. ვალარებმა დატოვეს შუახმელეთი და დასახლდნენ შორს მდებარე კონტინენტზე, რომელსაც ამანი ერქვა. ქუენდის (ელფთა) გამოჩენის შემდეგ მელკორი ყოველთვის მზად იყო და მათ თვალს ადევნებდა, თავისი ბოროტი მსახურების დახმარებით. სწორედ მან შერყვნა მათი ნაწილი და ორკებად აქცია.
 
ელფთა გამოღვიძების შემდეგ ვალარები მელკორის წინააღმდეგ გამოვიდნენ. ომის შედეგად მისი ჯარები დამარცხდა, ხოლო თავად მელკორს ბორკილი ანგაინორი დაადეს (აულეს მიერ გამოჭედილი) და ვალინორში გადაიყვანეს. მისი ციტადელი, უტუმნო, მიწასთან გაასწორეს. საურონი მათ ვერ იპოვეს. სამსჯავროზე მელკორი მანვეს პატიებას სთხოვდა, მაგრამ იგი მანდოსის საპყრობილეში იქნა გადასროლილი, სადაც სამი საუკუნე უნდა დარჩენილიყო.
 
ვალინორში ვალარებმა დადგეს ორი ხე. სამი საუკუნის შემდეგ მელკორი გაათავისუფლეს. თავდაპირველად იგი ეხმარებოდა ელფებს, განსაკუთრებით - ნოლდორებს. ამ პერიოდში ელფები მეტად დაოსტატდნენ. ფეანორმა, რათა ვალართა ხეების ნათება შეენარჩუნებინა, შექმნა სილმარილები, ძვირფასი ქვები, რომლებშიც ხეების ნათება ინახებოდა. მელკორს კი ამ ქვების მითვისება სურდა.
 
ფეანორთან კამათის შემდეგ მელკორი ვალინორიდან გაიქცა. ვალარებმა იფიქრეს, რომ იგი შუახმელეთში გადავიდა, მაგრამ მელკორი იქ ვერ მოძებნეს. მან იცოდა, თუ სად შეეცდებოდნენ მის პოვნა და ამანის სამხრეთით გადავიდა. მას ამ პერიოდში ჯერ შეეძლო, როგორც სხვა ვალარებს, იერის შეცვლა, ამიტომ მელკორი ვერავინ შეამჩნია.
 
შორეულ გამოქვაბულებში მან იხილა უნგოლიანტი, რომელიც გიგანტური ობობის ფორმას ატარებდა. იგი მარად მშიერი იყო და მელკორმა გადაწყვიტა მისი გამოყენება. მან უნგოლიანტს აღუთქვა დიდი ნადიმი. ერთხელ ვალარები და ელფები ზეიმობდნენ და მელკორი უნგოლიანტთან ერთად ვალინორში შეიპარა. უნგოლიანტმა გაანადგურა ორი ხე და გამოწოვა ვარდა მანათობელი წყაროები. მელკორმა მოკლა ფეანორის მამა ფინვე და გაიტაცა სილმარილები.
 
ვალინორი დაბნელდა. მელკორი და უნგოლიანტი ადვილად დაიმალნენ და შუახმელეთში გადავიდნენ. მარჯვენა ხელში მელკორს ეკავა სილმარილები, რომლებმაც ხელი დაუწვეს, მაგრამ იგი მაინც არ შლიდა ხელებს. უნგოლიანტი გაუმაძღარი იყო, მაგრამ მან ბევრი იგემა და ზომებში გაიზარდა. მან ისურვა ის, რაც მელკორს ჰქონდა. მელკორმა მას უარი უთხრა სილმარილებზე. უნგოლიანტი მას თავს დაესხა, მაგრამ მელკორის განმგმირავ კივილზე (რომელმაც ყველაფერი შეძრა) მოვარდნენ ვალროგები, რომლებმაც უნგოლიანტი უკუაქციეს. მელკორმა აღადგინა ანგბანდი და დაუბრუნდა ბნელ ცხოვრებას.
 
[[ფეანორი]] განრისხებული იყო ვალარებზე იმის გამო, რაც დაშვებული იქნა. ფინვეს შემდეგ იგი ნოლდორთა უმაღლესი მბრძანებელი გახდა, ააჯანყა ხალხი და გადავიდა შუახმელეთში. მანვეს წინაშე ფეანორმა დასწყევლა მელკორს და მორგოთი, სამყაროს ბნელი მტერი უწოდა. ასე უწოდებდნენ მას შემდგომშიც. დამწუხრებული ვალარები ნოლდორთა გადასვლას არ ეწინააღმდეგებოდნენ. მაგრამ ამ გადასვლას ახლდა ელფთა შორის სისხლისმღვრელი ბრძოლა, როდესაც ფეანორის ბრძანებით ნოლდორებმა ტელერები გაანადგურეს (რომლებმაც მათ უარი უთხრეს გემების გადაცემაზე). მაშინ მანდოსმა წარმოთქვა წყევლა - 'უთვალავ ცრემლებს დაღვრით და ვალარები თქვენგან ვალინორს დამალავენ. სისხლზე სისხლით უპასუხებთ და სიკვდილის წყვიადის ქვეშ ამანისგან შორს იცხოვრებთ'.
 
ამანიდან წასვლის შემდეგ მელკორსა და ელფებს შორის პირველ ეპოქაში დაიწყო ხანგრძლივი ბრძოლებისა და ომების პერიოდი. თავდაპირველად ელფები მომგებიან პოზიციაში იმყოფებოდნენ და ანგბანდიც კი აიღეს. მაგრამ დაგორ ბრაგოლახის ბრძოლაში ადამიანთა და ელფთა ალიანსი დამარცხდა. მელკორმა დაიმორჩილა ბელერიანდის დიდი ნაწილი, გაანადგურა ნოლდორთა დიდი ჯარი (ფინგოლფინთან და ფინარფინის ვაჟებთან ერთად). ბელერიანდში მისი ბატონობა რისხვის ომმა დაასრულა, რომელზეც დიდი გავლენა იქონია ეარენდილმა. მან, თავის მეუღლე ელვინგთან ერთად დიდი გმირობა ჩაიდინა - გაცურა ამანში და ვალარებს მიტევება და დახმარება სთხოვა. შედეგად ამანისა და შუახმელეთის ხალხებმა დაიწყეს უკანასკნელი ბრძოლა მელკორთან. მისი ჯარები განადგურდა, ანგბანდი და თანგოროდრიმის ციხესიმაგრეები დაემხო. მელკორი შეიპყრეს და მოისროლეს არდის ზღვარს მიღმა. ბელერიანდი ჩაძირული იქნა.
 
==სახელები==
 
მელკორის სხვა სახელები — მორინგოტო / მორგოთი (ბნელი მტერი), ბაუგლირი / ბელეგურთი ან უბრალოდ 'მტერი'.
 
==რესურსები ინტერნეტში==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მორგოთი“-დან