ბორომირი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: შუამიწეთ → შუახმელეთ using AWB
No edit summary
ხაზი 20:
ბორომირის ძმა არის [[ფარამირი]], ხოლო მამა - [[გონდორი]]ს მოურავი [[დენეთორი]].
 
[[პიტერ ჯექსონი]]ს „[[ბეჭდების მბრძანებელი (ფილმების სერია)|ბეჭდების მბრძანებელში]]“ მას განასახიერებს [[შონ ბინი]].
== რესურსები ინტერნეტში ==
* [http://tolkien.ge/boromiri/ ინფორმაცია საიტზე Tolkien.ge]
 
==ბიოგრაფია==
{{ესკიზი-ტოლკინი}}
 
ბორომირი დაიბადა მესამე ეპოქის 2978 წელს. მესამე ეპოქის 2984 წელს მისი მამა, დენეთორი, გახდა გონდორის მოურავი. მოურავთა ტრადიცია გონდორში გაგრძელდა მას შემდეგაც, რაც მეფეთა შტო სამხრეთში შეწყდა. ბავშვობაში ბორომირს აწუხებდა, რომ მამამისი მეფე არასოდეს იქნებოდა.
 
ბორომირს ჰყავდა უმცროსი ძმა, ფარამირი, დაბადაბული მესამე ეპოქის 2983 წელს. მათი დედა მინას ტირითში თავს მშვიდად არ გრძნობდა, მას აღელვებდა მორდორიდან მომავალი წყვდიადი. იგი გარდაიცვალა, როდესაც ბორომირი მხოლოდ 10 წლის იყო, ხოლო ფარამირი – დაახლოებით ხუთი წლის. ამის შემდეგ დენეთორის ხასიათი შეიცვალა, იგი უფრო მკაცრი გახდა.
 
უმცროს ძმას ბორომირი მტკიცედ იცავდა. მათ შორის დიდი კავშირი და სიყვარული იყო. თუმცა, მათი ტემპერამენტი განსხვავდებოდა: თუკი ბორომირი უფრო მეტად საბრძოლო ხელოვნებით იყო დაინტერესებული, ფარამირი, მიუხედავად ამ საკითხით ასევე დაინტერესებისა, უფრო რბილი ხასიათის იყო და მეტად აინტერესებდა დიდი ცოდნის მიღება.
 
ბორომირი დაინიშნა თეთრი კოშკის მეთაურად და მოგვიანებით, გონდორის ყველა რაზმის მთავარ მეთაურადაც. ბრძოლაში იგი ყოველთვის მამაცი იყო და საკუთარ ხალხს ოსტატურად მიუძღვოდა.
 
მესამე ეპოქის 3018 წლის 20 ივნისს საურონის ძალებმა ოსგილიათზე იერიში მიიტანეს. არმიას მიუძღოდა ნაზგულთა მბრძანებელი და გონდორის ყველაზე კარგი მებრძოლეებიც კი ვერ აღუდგებოდნენ მის ძალას. ბორომირი იყო იმ დარჩენილი რაზმის წევრი, რომელიც იცავდა ოსგილიათის ხიდს. მან და ფარამირმა, სხვა ორთან ერთად, გადალახეს მდინარე იმ დროს, როდესაც ხიდი საბოლოოდ იქნა დანგრეული. დასავლეთის ნაპირი დაცული იქნა.
 
ამ იერიშამდე წინა საღამოს ფარამირმა იხილა სიზმარი, რომელიც ბორომირს უამბო. ამ სიზმარში მას მოესმა ლექსი, სადაც საუბარი იყო იმლადრისში დაცულ ხმალზე, ისილდურის წყევლასა და ნახევარკაცაზე. (ლექსი ნახსენებია ბეჭდის საძმოს თავში ელრონდის საბჭო).
 
ძმებმა უამბეს ამის შესახებ მამას, მაგრამ მან უამბო, რომ იმლადრისი ნახევარ-ელფ ელრონდის სამფლობელო იყო. ფარამირს სურდა იმლადრისში თავად წასვლა, მაგრამ ბორომირმა იცოდა, რომ გზა საშიში იყო და ეს ამოცანა საკუთარ თავზე აიღო. 25 ოქტომბერს იგი დაესწრო ელრონდის საბჭოს. თავდაპირველად ფროდოსა და ბილბოს დანახვისას გაკვირვებული ჩანდა – ადამიანთა სამეფოებში ნახევარკაცები ლეგენდის ნაწილად ითვლებოდნენ, ზღაპრული არსებების მსგავსად. საბჭოზე შეიქმნა ბეჭდის საძმო – გაერთიანება 9 წევრისგან, რომელშიც შედიოდნენ: განდალფი, ფროდო, მერი, პიპინი,სემი, ლეგოლასი, გიმლი, არაგორნი და ბორომირი. მესამე ეპოქის 3018 წლის 25 დეკემბერს საძმომ დატოვა რივენდელი და მორდორისკენ გაეშურა, ბეჭდის გასანადგურებლად. ბორომირმა ჩაჰბერა თავის ბუკს, როგორც გონდორელთა წესი მოითხოვდა.
 
კარადრასზე გადასვლისას, მას შემდეგ, რაც თოვლმა გზა ჩაუხერგა მოგზაურებს, ბორომირმა შესთავაზა ყველას გეზის შეცვლა და როჰანის ან იზენისგავლით ლანგსტრანდსა და ლებენინზე გადასვლა. განდალფის არჩევანი იყო მორია. ბორომირი ეწინააღმდეგებოდა ამ გეგმას და ამბობდა, რომ დაეთანხმებოდა გადაწყვეტილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, რომ დანარჩენები ამის წინააღმდეგი იქნებოდნენ. მისი გადაწყვეტილება მხოლოდვარგების მოახლოებამ შეცვალა.
 
ბორომირი გაღიზიანებული იყო იმით, რომ განდალფმა არ იცოდა მორიის კარის გასახსნელად აუცილებელი საიდუმლო სიტყვა. ამაზე ფიქრისას მან მორიის წინ მდებარე ტბას ქვები დაუშინა და შემთხვევით გამოაღვიძა წყლის გუშაგი, საზარელი არსება, რომელიც ფროდოს თავს დაესხა. ამ არსებამ მოგვიანებით ჩახერგა კარი.
 
მისთვის განკუთვნილი დროის განმავლობაში ბორომირი სამაგალითოდ ეხმარებოდა ბეჭდის საძმოს წევრებს. მას შემდეგ, რაც მან სცადა ბეჭდის მითვისება, დაუბრუნდა საძმოს და უბრალოდ ახსენა, რომ მას და ფროდოს რაღაც შელაპარაკება მოუვიდათ. მოგვიანებით იგი ჩაება ორკებთან ბრძოლაში და ასი მათგანი მაინც დახოც. მან კვლავ ააჟღერა გონდორის დიდი ბუკი და იხმო საძმოს სხვა წევრები. მაგრამ მისი მცდელობები, დაეცვა მერი და პიპინი, ამაო აღმოჩნდა – იგი ისრებით განგმირეს, ხოლო ჰობიტები გაიტაცეს.
 
იგი ჯერ კიდევ სუნთქავდა, როდესაც არაგორნმა მიაგნო. მის იგრგვლივ სულ ცოტა, ოცი ორკი ეყარა.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
{{Tgw|Boromir}}
 
{{ბეჭდის საძმო}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბორომირი“-დან