იურული პარკი (ფილმი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎სქოლიო: clean up, removed: {{Link GA|en}} using AWB
No edit summary
ხაზი 37:
}}
 
'''იურული პარკი''' ({{lang-en|Jurassic Park}}) — 1991 წლის სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის სათავგადასავლო ფილმი<ref>[http://www.allmovie.com/work/jurassic-park-26808 AllRovi — Movie and Music<!-- Bot generated title -->]</ref>, გადაღებული რეჟისორ [[სტივენ სპილბერგი]]ს მიერ. იგი ეფუძნება [[მაიკლ კრიქტონი]]ს [[იურული პარკი (რომანი)|ამავე სახელწოდების]] რომანს და პირველია ფილმების [[იურული პარკი|ამ სერიაში]]. ფილმში მონაწილეობენ მსახიობები [[სემ ნილი]], [[ლორა დერნი]], [[ჯეფ გოლდბლუმი]], [[რიჩარდ ეტენბოროუ]], [[ჯოზეფ მაზელო]], [[არიანა რიჩარდსი]], [[სემუელ ლ. ჯექსონი]], [[ბობ პეკი]], [[მარტინ ფერერო]] და [[უეინ ნაიტი]]. სიუჟეტი მიმოიხილავს [[კოსტა რიკა]]სთან მდებარე გამოგონილ კუნძულ ისლა ნუბლარის ამბავს, სადაც მილიარდერმა ფილანტროპმა და გენეტიკოს მეცნიერთა გუნდმა შექმნეს გასართობი პარკი [[კლონირება|კლონირებული]] [[დინოზავრი|დინოზავრებით]].
 
კრიქტონის წიგნის გამოქვეყნებამდე რამდენიმე სტუდიას გადაღება უკვე დაგეგმილი ჰქონდა. სპილბერგმა, კომპანიის [[Universal Studios]] მხარდაჭერით მოიპოვა უფლებები 1990 წელს რომანის გამოქვეყნებამდე და კრიქტონი დამატებითი 500.000 დოლარის ანაზღაურებით მუშაობდა მისი სცენარის სახით ადაპტირებაზე. საბოლოო ვერსია დაწერა [[დევიდ კეპი|დევიდ კეპმა]]. მასში არ იქნა შეტანილი რომანში ნახსენები ძალადობის ზოგიერთი სცენა და ვრცელი შესავალი. პერსონაჟთა ნაწილი ასევე განსხვავდება. ფილმის გადაღება მიმდინარეობდა [[ჰავაი]]სა და [[კალიფორნია]]ში.