ვახტანგ ტაბლიაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 20:
| საიტი=
}}
'''ვახტანგ ვალერიანის ძე ტაბლიაშვილი''' (დ. 16 მაისი 1914 — გ. 28 მაისი, 2002) — ქართველი რეჟისორი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1945), საქართველოს სახალხო არტისტი (1969). სკკპ წევრი 1945 წლიდან. დაამთავრა მოსკოვის ანატოლი ლუნაჩარსკის სახელობის თეატრალური ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტი (1939). 1939-1966 წლებში იყო მარჯანიშვილის სახელობის თეატრის რეჟისორი და მთავარი რეჟისორი. დადგა [[ლავრენტი არდაზიანი]]ს „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი“ (მისივე ინსცენირება), [[ნიკოლოზ პოგოდინი]]ს „კრემლის კურანტები“, [[ალექსანდრე ოსტროვსკი]]ს „უმზითვო“, [[ლევან გოთუა]]ს „დავით აღაშენებელი“, [[უილიამ შექსპირი]]ს „რომეო და ჯულიეტა“, [[ალექსანდრე ყაზბეგი]]ს „მოძღვარი“ (მისივე ინსცენირება), [[ვალერიან კანდელაკი (დრამატურგი)|ვალერიან კანდელაკის]] „მაია წყნეთელი“ და სხვა. 1956-1965 წლებში იყო [[თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი|ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის]] მთავარი რეჟისორი. დადგა ზაქარია ფალიაშივილის „დაისი“, [[მელიტონ ბალანჩივაძე|მელიტონ ბალანჩივაძის]] „დარეჯან ცბიერი“, [[ჯუზეპე ვერდი]]ს „ტრუბადური“ და სხვა. ტაბლიაშვილის სპექტაკლები გამოირჩეოდა მასშტაბურობით. 1967 წლიდან მოღვაწეობდა კინოსტუდია „[[ქართული ფილმი|ქართულ ფილმში]]“, გადაღებული აქვს ფილმები: „[[ქეთო და კოტე (ფილმი)|ქეთო და კოტე]]“ (რეჟისორ [[შალვა გედევანიშვილი|შალვა გედევანიშვილთან]] ერთად, 1948), „[[დიდოსტატის მარჯვენა (ფილმი)|დიდოსტატის მარჯვენა]]“ (2 სერიად, რეჟისორ აბაშიძესთან[[დევი აბაშიძე]]სთან ერთად 1970-71), „[[ლევან ხიდაშელი (ფილმი)|ლევან ხიდაშელი]]“ (1973). დაჯილდოებულია საპატიო ნიშნის 3 ორდენითა და მედლებით.