ვახტანგ ტაბლიაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 20:
| საიტი=
}}
'''ვახტანგ ვალერიანის ძე ტაბლიაშვილი''' (დ. 16 მაისი 1914 — გ. 28 მაისი, 2002) — ქართველი რეჟისორი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1945), საქართველოს სახალხო არტისტი (1969). სკკპ წევრი 1945 წლიდან. დაამთავრა მოსკოვის ანატოლი ლუნაჩარსკის სახელობის თეატრალური ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტი (1939). 1939-1966 წლებში იყო მარჯანიშვილის სახელობის თეატრის რეჟისორი და მთავარი რეჟისორი. დადგა [[ლავრენტი არდაზიანი]]ს „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი“ (მისივე ინსცენირება), [[ნიკოლოზ პოგოდინი]]ს „კრემლის კურანტები“, [[ალექსანდრე ოსტროვსკი]]ს „უმზითვო“, [[ლევან გოთუა]]ს „დავით აღაშენებელი“, [[უილიამ შექსპირი]]ს „რომეო და ჯულიეტა“, [[ალექსანდრე ყაზბეგი]]ს „მოძღვარი“ (მისივე ინსცენირება), [[ვალერიან კანდელაკი (დრამატურგი)|ვალერიან კანდელაკის]] „მაია წყნეთელი“ და სხვა. 1956-1965 წლებში იყო [[ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრისთეატრი]]ს მთავარი რეჟისორი. დადგა ზაქარია ფალიაშივილის „დაისი“, [[მელიტონ ბალანჩივაძე|მელიტონ ბალანჩივაძის]] „დარეჯან ცბიერი“, ვერდის ტრუბადური და სხვა. ტაბლიაშვილის სპექტაკლები გამოირჩეოდა მასშტაბურობით. 1967 წლიდან მოღვაწეობდა კინოსტუდია ქართულ ფილმში, გადაღებული აქვს ფილმები: ქეთო და კოტე (რეჟისორ გედევანიშვილთან ერთად, 1948), დიდოსტატის მარჯვენა (2 სერიად, რეჟისორ აბაშიძესთან ერთად 1970-71), ლევან ხიდაშელი (1973).დაჯილდოებულია საპატიო ნიშნის 3 ორდენითა და მედლებით.