გნეუს მარციუს კორიოლანუსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებელმა Beqabai გვერდი „კორიოლანუსი, გნეუს მარციუს“ გადაიტანა გვერდზე „[[გნეუს მარციუს კორ...
No edit summary
ხაზი 1:
'''კორიოლანუსი, გნეუს მარციუს კორიოლანუსი''', ძველი რომაული ტრადიციით, პატრიცი და მხედართმთავარი. ძვ. წ. 493 წელს რომაელებმა მისი სარდლობით აიღეს ქალაქი კორიოლი (აქედან ზედწოდება "კორიოლანუს"). პლებეებისადმი მტრული დამოკიდებულებისათვის მას ბრძოლა გამოუცხადეს სახელმწიფო ტრიბუნებმა. [[რომი|რომიდან]] გაიქცა ვოლსკებთან, სათავეში ჩაუდგა მათ ლაშქარს და რომს ალყა შემოარტყა. [[რომი|რომის]] მესვეურებმა სცადეს მასთან დაზავება, მაგრამ კორიოლანუსმა არ ისურვა. მხოლოდ დედისა და ცოლის თხოვნით მოხსნა რომს ალყა. ვოლსკებმა ეს ღალატად ჩაუთვალეს და მოკლეს. სხვა ვერსიით, ღრმა სიბერემდე იცოცხლა და ბოლომდე ლტოლვილი დარჩა. ლეგენდა კორიოლანუსის შესახებ სიუჟეტად გამოიყენა [[შექსპირი, უილიამ|უილიამ შექსპირმა]] ("კორიოლანუსი") და [[ბეთჰოვენი, ლუდვიგ ვან|ლუდვიგ ვან ბეთჰოვენმა]] ამავე სახელწოდების უვერტიურა შექმნა.
 
[[კატეგორია:რომაელი მხედართმთავრები]]