ხევსურები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 29:
 
ხევსური ქალის კაბა ორგვარია: „გლუ“ და „კალთამოკერებული“. კალთამოკერებულს „თიკვ-ჩოფასაც“ უწოდებენ. მას უბის ქვემოთ ოთხკუთხა ფერადი ნაჭრები აქვს გამოკერებული. სადიაცოს ამარა გარეთ გასვლა ძველად დიდი სირცხვილი იყო.
<center><gallery perrow=3 widths="400px" heights="200px">
 
[[ფაილიImage:Khevsur woman clouth (Sadiatso).jpg|600px|ცენტრი|მინიატიურა|სადიაცო]]
Image:Khevsur woman clouth (Qoqlo).jpg|ქოქლო
 
</gallery></center>
სადიაცოზე ქალებს აცვიათ '''''ქოქლო'''''. თავის გამოჭრილობით ქოქლო ქათიბს წააგავს. ქოქლო წელიანია და მოკლე. ის შავი ტოლისაგან იკერება და სახელო გაჭრილი აქვს. ქოქლოს საგულე და კალთის ნაპირი შემკულია დაკბილული ფერადი შალის კუწუბებით, ზოგი მოქარგულია, ზურგი და ბეჭები კი '''''ხატებით''''' (ჯვრებით) არის დაჭრელებული; წელზე ქოქლოს '''''აზღოტი''''' აქვს ასხმული. აზღოტი ასხმულია მჭიდროდ და მოძრაობის დროს ლამაზად იშლება.
 
 
კაბის ზემოდან შემოსაცმელი, შალის ზედა სამოსელი „ქოქლო“, რომელსაც ჩოხის მოყვანილობა აქვს, შედგება „წინა კალთების“, „ზურგნის“ და „აზღოტებისაგან“. „ქოქლოს“ ეკერებოდა მაღალი საყელო და ქვემოდან შეხსნილი მოკლე სახელოები. ქოქლოს თავისებურება ისაა, რომ მისი წელი ჩვეულებრივზე მაღლაა და გვერდებიც შეხსნილია.
 
ქოქლოზე უფრო ძველია „ფაფანაგი“, რომელსაც დღეს მარტო სადღესასწაულოდ, სახატოდ იცვამენ. ისიც ქოქლოს მსგავსია, მაგრამ აქვს განსხვავებული ნიშნებიც: მას უფრო გრძელი სახელოები აქვს და გვერდის კალთა ფარაგის უშუალო გაგრძელებას წარმოადგენს. შემდგომ ქოქლოს გვერდით ჩნდება „ქათიბი“. ისიც ქოქლოს მსგავსია, ოღონდ ფაბრიკული ქსოვილისაგან მზადდება.
 
[[ფაილი:Khevsur woman clouth (Qoqlo).jpg|600px|ცენტრი|მინიატიურა|ქოქლო]]
 
ზათარში სადიაცოზე '''''ტყავს''''' იცვამენ. ეს ტყავის ქურქი შინაური ცხოველების — თხის, ცხვრისა და ძროხის ბეწვჩაბრუნებული ტყავისაგან იკერება. ასეთი ტყავი ჩოხისებურად იყო გამოყვანილი. ხმაროდნენ საგანგებოდ მორთულ-მოკაზმულ ტყავებსაც, რომელთაც ზურგზე ეფინა ოთხკუთხა დიდი საყელო.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ხევსურები“-დან