ჩოხა: განსხვავება გადახედვებს შორის

54 ბაიტი დაემატა ,  4 წლის წინ
არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
XIX საუკუნის დასასრულსა და XX საუკუნის დამდეგისათვის დამოწმებულია ჩოხის სამი ძირითადი ტიპი:
[[ფაილი:Khevsur man clouth (Chokha).jpg|მინიატიურა|ხევსურული ჩოხა]]
:1. '''ხევსურული ჩოხა''' — მოკლე უღილკილო სამოსი, შედგენილი ტრაპეციული დეტალებისაგან, აზღოტებისაგან. წინა მხარე, ფარაგი, მდიდრულად იყო მორთული აპლიკაციებით. გვერდებზე ჰქონდა კალთის შენაჭერი, ჩაქი, ანუ სამხედრო, რომელიც წელამდე ამოდიოდა. ჩოხაზე გამოსახული იყო სხვადასხვა ორნამენტული სიმბოლო, მ. შ. ჯვრები (ხატნი).
<gallery>
Image:Georgian mans garment, Tchockha.jpg|
Image:Khevsur man clouth (Chokha).jpg|
</gallery>
:2. '''ქართლ-კახური ჩოხა''' — გრძელი, მუხლებს ჩამოცილებული სამოსი, მკერდის მიდამოებში სოლისებური ღიობი ჰქონდა, რათა ახალუხი გამოჩენილიყო. მას მეტწილად უსარტყლოდ ატარებდნენ, კალთებზე შეჭრილი იყო რამდენიმე ჩაქი, სახელოები მაჯისაკენ განივრდებოდა და ხშირად ზეაკეცილს ატარებდნენ. საჩოხედ იხმარებოდა ქართული, დაღესტნური და ოსური შალი, უპირატესად შავი, წაბლისფერი და ლურჯი.
:3. '''ზოგადკავკასიური ჩოხა''' ({{lang-ru|Черкеска}}) — ძირითადად ისევე იკერებოდა, ოღონდ ზედატანი მკვიდრად იყო ამოსხმული და წელზე მჭიდროდ იყო მორგებული. მკერდის ორსავე მხარეს ჰქონდა სამასრეები, მასრების თავზე ზოგჯერ ვერცხლის ძეწკვებს აბამდნენ, რომელტაც თავშეყრით ბეჭზე იმაგრებდნენ. ამ ტიპის ჩოხაზე ერტყათ ტყავის, აბზინდიანი ქამარი, რომლის ვერცხლის დეტალები მდიდრულად იყო შემკული. იკერებოდა როგორც შინაური ქსოვილის ისე ფაბრიკული მაუდისაგან (შავი, რუხი, თეთრი, ლურჯი, წითელი, ყავისფერი, ან უფრო იშვიათად სხვა ფერისა).
<gallery>
 
Image:A cherkesska, the national Caucasian dress..jpg|
</gallery>
XX საუკუნის 20-იანი წლებიდან ჩოხა ხმარებიდან გამოვიდა.