ხევსურები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 12:
 
==ხევსურული სამოსი==
 
'''ხევსური ქალის სამოსელი - ტალავარი'''
[[ფაილი:Xevsuri qali.gif|მინი|right]]
[[ფაილი:Sadiaco.gif|მინი|მარცხნივ|200პქ|კალთამოკერებული სადიაცო]]
[[ფაილი:Mandili.gif|მინი|left|მანდილი]]
ქართული კულტურის თავისებურებანი ხალხური სამოსელის მრავალფეროვნებაშიც გამოვლინდა. გამოირჩევა თუშური, ფშავური, ხევსურული, მოხევური, რაჭული სამოსელი. მამაკაცთა შესამოსელიდან ჩოხასთან ერთად აღსანიშნავია ხევსურული სამოსელიდა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში გავრცელებული სამოსელი „ჩაქურა“.
 
ხევსურული ტანისამოსი ჩვენში ცნობილია თავისი ორიგინალობით, მას ახასიათებს თავისებური გამოჭრილობა და მორთულობა. ამ მხრივ ხევსურები განსხვავდებიან სხვა მთიელებისაგან.
ყველაზე მეტად ყურადღებას იქცევს ხევსურული ქალის სამოსელი - ტალავარი, რომელიც ორიგინალური თარგითა და ჭარბი ნაქარგობით გამოირჩევა, მას შინ ქსოვდნენ შალის ძაფისაგან.
 
ხევსურულ ტანისამოსს '''''ტალავარი''''' ეწოდება. ასეთი ტალავარი შინ მოქსოვილი ტოლისაგან (შალი) იკერება, რომელსაც ხევსური ქალები ამზადებენ. ტალავრის შეკერვა და მორთვა აქ თითქმის ყველამ იცის, ამაში ქალებს პატარაობიდან ავარჯიშებენ. ხევსურული ტალავრის შეკერვა მათთვის სიძნელეს არ წარმოადგენს, რადგანაც მისი გამოჭრილობა და ფორმა უცვლელია და დიდსა და პატარას ერთნაირი ტალავარი აცვია. სატალავრო ტოლი სქელია და მოუხეშავი მას მანქანის ნემსი ვერ შეკერავს, ამიტომ მანქანით იკერება ბამბის ქსოვილი, ხოლო ტალავარს კი ხელით კერავენ.
ტალავარი შედგება რამდენიმე ნაწილისაგან, ესენია: შალის გრძელი კაბა - „სადიაცო“, ზემოდან შემოსაცმელი შალისავე „ფაფანაგი“ ან მოკლესახელოებიანი „ქოქლო“. ხევსური ქალის თავსაბურავია „სათაურა“ და „მანდილი“, ფეხსამოსი კი - „თათები“ ან ქალამან-წინდა და „ბაჭიჭები“.
 
===ქალის ტალავერი===
[[ფაილი:Khevsur woman (M. Tilke).jpg|მინიატიურა|ხევსური ქალი ნაციონალურ სამოსში, 1920 წ.]]
ქალის ტალავარი შედგება რამდენიმე ნაწილისაგან, ესენია: შალის გრძელი კაბა - „სადიაცო“, ზემოდან შემოსაცმელი შალისავე „ფაფანაგი“ ან მოკლესახელოებიანი „ქოქლო“. ხევსური ქალის თავსაბურავია „სათაურა“ და „მანდილი“, ფეხსამოსი კი - „თათები“ ან ქალამან-წინდა და „ბაჭიჭები“.
 
ქალის ტალავარში მთავარია '''''სადიაცო''''' — კაბა, რომელსაც ქალები პირდაპირ ტანზე იცვამენ. სადიაცო შავი ან ლურჯი ტოლისაგან იკერება. ის მთლიანია და მოკლე. სადიაცოს საყელო წინ ამოღებული აქვს, გულისპირი, '''''ფარაგი''''' კი ფერადი ძაფით არის მოქარგული და მძივ-ღილებით შემკული. ფარაგს აკერია ფერადი შალის ზიკებით და ჭრელანა ზოლებით მოქარგული '''''სამწყვეტლო'''''. სამწყვეტლო და ზიკი ჯერ ცალკე იკერება და იქარგება, შემდეგ მას ფარაგზე აკერებენ.
 
სადიაცოს ფარაგი გასათხოვარ ქალს მაგრად აქვს შეკრული, მისი გახსნა სირცხვილია და ის ქალს უნამუსობაში ჩამოერთმევა. გათხოვებისა და შვილოსნობის შემდეგ ქალს შეუძლია გახსნილი ფარაგი ატაროს. სადიაცოს ქვეშ შემოკერებული აქვს ფერადზოლიანი '''''ქოქომო''''', რომელიც უკან ლამაზად არის ასხმულ-დაკეცილი და ეწოდება '''''ნაჩაფი'''''. ეს ნაჩაფი მოძრაობის დროს იშლება. სადიაცოს წელზე შალის სარტყელს შემოიკრავენ, ფარაგის უბეს გადმოსწევენ და ისე ატარებენ.
 
სადიაცოს ორი ძირითადი ნაწილი აქვს: „მხარ-ზურგი“ და „გულისპირი“. კაბას საყელოსთან სარჩულიანი საყელო აქვს მოყოლებული, მხრებზე მოკერებულია სახელოები, ხოლო კაბის კალთებს ქვემოთ ეკერება ბრტყელი და ზოლიანი არშია, რომელსაც ეწოდება „ქოქომონი“. „ქოქომონის“ ფერები გარკვეული კანონზომიერებითაა განლაგებული: ჯერ შავი ფერია, შემდეგ წითელი და ლურჯი. კაბის ყელთან სამკუთხედის ფორმის პატარა ამოჭრილია, რომელზეც შეიძლება მიეკეროს ღილებითა და მძივებით გაწყობილი პატარა შალის ნაჭერი, ე.წ. „ქოქა“.
 
ხევსური ქალის კაბა ორგვარია: „გლუ“ და „კალთამოკერებული“. კალთამოკერებულს „თიკვ-ჩოფასაც“ უწოდებენ. მას უბის ქვემოთ ოთხკუთხა ფერადი ნაჭრები აქვს გამოკერებული. სადიაცოს ამარა გარეთ გასვლა ძველად დიდი სირცხვილი იყო.
[[ფაილი:Qoqa.gif|მინი|200პქ|ქოქა]]
[[ფაილი:Qoqlo.gif|მინი|ქოქლო]]
[[ფაილი:Tkavi.gif|მინი|right|ტყავი]]
[[ფაილი:Sataura.gif|მინი|200პქ|სათაურა]]
 
[[ფაილი:Khevsur woman clouth (Sadiatso).jpg|600px|ცენტრი|მინიატიურა|სადიაცო]]
ხევსური ქალის კაბა ორგვარია: „გლუ“ და „კალთამოკერებული“.
 
სადიაცოზე ქალებს აცვიათ '''''ქოქლო'''''. თავის გამოჭრილობით ქოქლო ქათიბს წააგავს. ქოქლო წელიანია და მოკლე. ის შავი ტოლისაგან იკერება და სახელო გაჭრილი აქვს. ქოქლოს საგულე და კალთის ნაპირი შემკულია დაკბილული ფერადი შალის კუწუბებით, ზოგი მოქარგულია, ზურგი და ბეჭები კი '''''ხატებით''''' (ჯვრებით) არის დაჭრელებული; წელზე ქოქლოს '''''აზღოტი''''' აქვს ასხმული. აზღოტი ასხმულია მჭიდროდ და მოძრაობის დროს ლამაზად იშლება.
 
კალთამოკერებულს „თიკვ-ჩოფასაც“ უწოდებენ. მას უბის ქვემოთ ოთხკუთხა ფერადი ნაჭრები აქვს გამოკერებული. სადიაცოს ამარა გარეთ გასვლა ძველად დიდი სირცხვილი იყო.
 
კაბის ზემოდან შემოსაცმელი, შალის ზედა სამოსელი „ქოქლო“, რომელსაც ჩოხის მოყვანილობა აქვს, შედგება „წინა კალთების“, „ზურგნის“ და „აზღოტებისაგან“. „ქოქლოს“ ეკერებოდა მაღალი საყელო და ქვემოდან შეხსნილი მოკლე სახელოები. ქოქლოს თავისებურება ისაა, რომ მისი წელი ჩვეულებრივზე მაღლაა და გვერდებიც შეხსნილია.
Line 38 ⟶ 39:
ქოქლოზე უფრო ძველია „ფაფანაგი“, რომელსაც დღეს მარტო სადღესასწაულოდ, სახატოდ იცვამენ. ისიც ქოქლოს მსგავსია, მაგრამ აქვს განსხვავებული ნიშნებიც: მას უფრო გრძელი სახელოები აქვს და გვერდის კალთა ფარაგის უშუალო გაგრძელებას წარმოადგენს. შემდგომ ქოქლოს გვერდით ჩნდება „ქათიბი“. ისიც ქოქლოს მსგავსია, ოღონდ ფაბრიკული ქსოვილისაგან მზადდება.
 
[[ფაილი:Khevsur woman clouth (Qoqlo).jpg|600px|ცენტრი|მინიატიურა|ქოქლო]]
ხევსური ქალები ზამთარში სამოსად ტყავებსაც ხმარობდნენ და ამისათვის შინაური ცხოველების - თხის, ცხვრისა და ძროხის - ტყავს იყენებდნენ. ასეთი ტყავი ჩოხისებურად იყო გამოყვანილი. ხმაროდნენ საგანგებოდ მორთულ-მოკაზმულ ტყავებსაც, რომელთაც ზურგზე ეფინა ოთხკუთხა დიდი საყელო.
 
ხევსურიზათარში ქალებისადიაცოზე ზამთარში'''''ტყავს''''' სამოსადიცვამენ. ტყავებსაცეს ხმარობდნენტყავის და ამისათვისქურქი შინაური ცხოველების - თხის, ცხვრისა და ძროხის -ბეწვჩაბრუნებული ტყავსტყავისაგან იყენებდნენიკერება. ასეთი ტყავი ჩოხისებურად იყო გამოყვანილი. ხმაროდნენ საგანგებოდ მორთულ-მოკაზმულ ტყავებსაც, რომელთაც ზურგზე ეფინა ოთხკუთხა დიდი საყელო.
ხევსური ქალის თავსაბურავი ორი ნაწილისაგან შედგებოდა: „სათაურასა“ და „მანდილისაგან“. მოკლედ შეჭრილ და შუბლზე ჩამოყრილ ყვითლად შეღებილ თმაზე (ადრე ხევსურ ქალებსაც გრძელი თმა ჰქონდათ. ორად განაწილებულ ნაწნავებს - „ნაჭაპნებს“ - შუბლზე ჯვარედინად გადაიგრეხდნენ და ბოლოებს ჩაიმაგრებდნენ. ამით შუბლზედაც ჯვარს ისახავდნენ) ჯერ სათაურას დაიდგამდნენ, შემდეგ მის ზემოდან გრძელსა და ვიწრო მანდილს შემოიკრავდნენ. სათაურას ერთნაირად ხმარობდა გათხოვილი და გაუთხოვარი, მანდილს კი მხოლოდ გათხოვილი ქალი ხმარობდა.
 
ფეხებზე იცვამენ საქალამნე თათს (წინდას) და ნაჭრელ პაჭიჭს, რომელსაც ბოლოზე შემოვლებული აქვს წვრილი გრეხილი '''''შილიფა'''''. წინდაზე ქალამანს იცვამენ, სასტუმროდ კი '''''ამოკერებულ თათს'''''. ხევსურული ამოკერებული თათი მსხვილი ნაქსოვია და ფერადი სახეებით დაშიბული. ამოკერებული თათი ჯერ წყალში ლბება, შემდეგ მას საფართზე, გაჭიმავენ და ისე აშრობენ. თათს ძირში ტყავს გამოაკერებენ და წვერს მძივ-ღილებით შეუმკობენ.
ხევსურეთში ისევე, როგორც ძველ საქართველოში, ქალისათვის თავსაფრის ახდა შეურაცხყოფად მიაჩნდათ. მანდილი ქალის სინდის-ნამუსის სიმბოლოს წარმოადგენდა. საკმარისი იყო, ქალს მანდილი მოეხადა და მოჩხუბართა შორის ჩაეგდო, რომ ისინი დაზავებულიყვნენ.
 
ხევსურის ქალები ის ვინც თმებს მოკლედ შეჭრილს ატარებს იხურავენ '''''სათაურას'''''. ხევსურული სათაურა ქართულ ჩიხტს ემსგავსება, ის ბამბის ნაჭრისაგან იკერება და შემდეგ მატყლით იტენება. სათაურა მრგვალია და მას საკუდურით თავზე მჭიდროდ იდგამენ. სატაურას შუბლი გეომეტრიული სახეებითაა ნაკერი და მძივებით დახიდული. ამ სათაურაზე გათხოვილი ქალები მანდელს იხვევენ.
 
'''''მანდელი''''' გრძელფესვიანია (ფოჩიანი) და ეს ფესვიანი მხარე ფერადი აბრეშუმის სახეებით არის მოქარგული. გაუთხოვარი ქალი მანდელს არ ატარებს და სატაურას უმანდელოდ ატარებს. გათხოვდება თუ არა ქალი, მანდელს შემოიხვევს. ახალ პატარძალს უმანდელოდ სიარული მამის სახლში შეუძლია, ქმრისაში კი სირცხვილია. ქალს უფროსთან მანდელის მოხდა არ შეუძლია და არც ქმრის ნათესავებს მიეგებება უმანდელოდ, რაც მას უზრდელობაში და უპატივცემულობაში ჩამოერთმევა.
 
ამავე დროს მანდელი ხევსურეთში ერთგვარ პატივსა და მოწონებაშია. ჩხუბის დროს ქალები მეშუღლეებს თავიანთ მანდელით აშველებენ და მანდილის შელახვა აქ დიდი სირცხვილია.
 
ადრე ქალები გრძელ თმებით დადიოდნენ, რომლიდანაც '''''ნაჭაპნს''''' წვრილად იწნავდნენ და შუბლზე იხვევდნენ. ზოგი იკეთებდა '''''სათმეს''''' (დალალი), რომელიც რამდენიმე წვრილი ნაწნავისაგან შედგებოდა. ზედ სალტა ჰქონიათ მოკერებული. ამ სალტიან ნაჭაპანს შუბლზე შემოიკრავდნენ. ნაჭაპნებს ყურებზე შემოიხვევდნენ და ზედ მანდელს იხურავდნენ.
 
ნაჭაპანის დროს ხევსურეთში სათაურა არ სცოდნიათ. სათაურა XX საუკუნიდან დამკვიდრდა. სათაურას მაგივრად '''''ჭანჭიკის ჴელსაჴოცს''''' ხმარობდნენ. ეს ხელსახოცი გრძელი და ვიწრო ბამბის ქსოვილი ყოფილა. მას ამკობდნენ ფერადი მაუდის ჯვარკვერა სახეებით და მძივ-ღილებით. ჭანჭიკის ხელსახოცის ნაჭრელ შუა გულს შუბლზე და უკან დახვეულ თმაზე მაგრად შემოიკრავდნენ და მის მძივის ქუჩუმებიან ბოლოებს მხრებზე ჩამოუშვებდნენ.
 
ჭანჭიკის ხელსახოცზე მანდელს ისე შემოიხვევდნენ, რომ ჭანჭიკის ნაჭრელი სახე გამოჩენილიყო. შემდეგ, როდესაც ხევსურეთში თმის შეღებვა ყვითლად გავრცელებულა, ქალებს დაუწყიათ ნაჭაპნ-ნაწნავების მოჭრა, რადგანაც გრძელი თმის გაყვითლება ძნელი იყო. უნაწნავო და თმადაუხვეველ თავზე ჭანჭიკის ხელსახოცი ვერ დადგებოდა და ამიტომ შეკრეჭილ თმაზე შემოუღიათ მანდელის დასამაგრებელი ჩიხტის მაგვარი სათაურა. ამ სათაურაზე გადაუტანიათ ჭანჭიკის ნაჭრელიც და ამ მძივებით დახიდულ სათაურაზე დაუწყიათ მანდელის შემოხვევაც.
 
ხევსურეთში გაუთხოვარი ქალები თმებს შემდეგნაირად იღებავდნენ. ნაცარს წამოადუღებდნენ, ანადუღარ ნაცარს გაწურავდნენ და ამ ნაცართვალით კვირაში ორჯერ მაინც თავს იბანდნენ. გათხოვილი ქალის მიერ თმის გახუნება სირცხვილად ითვლებოდა.
 
უფრო ადრე თმას საქონლის შარდით, „მწურეთი“ იყვითლებდნენ, მაგრამ ის ნაცართვალისაგან განსხვავებით ადრე უფერულდებოდა.
 
ხევსურ ქალებს გულ-მკერდი შემკობილი ჰქონდათ ვერცხლის შიბით, რომელზედაც ასხმულია ვერცხლის მონეტები და ჯვრები. შიბი ძვირფასეულობად ითვლებოდა და მას მხოლოდ შეძლებულები ატარებდნენ. მაჯაზე ქალები ვერცხლის ზალტეებს იკეთებდნენ, თითზე კი ვერცხლის ბეჭდებს. ყურებზე ეკეთათ სამ-სამი რგოლის ვერცხლის საყურე. წინათ ატარებდნენ ვერცხლის დიდ საყურეებს, რომელიც კუშტულებითა და ბიბილოებით იყო შემკული.
<gallery>
[[ფაილიImage:Sadiaco.gif|მინი|მარცხნივ|200პქ|კალთამოკერებული სადიაცო]]
Image:Qoqa.gif|ქოქა
[[ფაილიImage:Qoqlo.gif|მინი|ქოქლო]]
[[ფაილიImage:Mandili.gif|მინი|left|მანდილი]]
[[ფაილიImage:Sataura.gif|მინი|200პქ|სათაურა]]
Image:Tkavi.gif|ტყავი
</gallery>
 
ხევსურეთში ფეხსამოსად ხმარობდნენ ყელიანი წინდის ფორმის, ძირზე ტყავგამოკრულ „თაუბს“ და ტყავის ქალამნებს. ქალები ფეხზე წინდებთან ერთად ნაქსოვ „ბაჭიჭებსაც“ იცმევდნენ.
Line 49 ⟶ 76:
 
ორიგინალური თარგითა და მხატვრული შემკულობით ხევსურულ ტანსაცმელს ბადალი არ მოეძებნება არამარტო საქართველოში, არამედ მთელ კავკასიაში.
 
===კაცის ტალავერი===
[[ფაილი:Khevsurs (M. Tilke).jpg|მინიატიურა|ხევსურული სამოსი, 1920 წ.]]
კაცები იცვამენ '''''პერანგს''''', რომელიც შავი ტოლისაგან იკერება. პერანგი იკვრის მარჯვნივ და მისი საბეჭური ფერადი სახეებიტაა მოქარგული. პერანგს წინ ყელი ამოღებული აქვს, კალთის გვერდები კი ჩაჭრილი, მას '''''სამჴედროს''''' უწოდებენ. პერანგის კალთის ბოლოს და სამხედროს ნაპირს შემოვლებული აქვს დაკბილული ფერადი შალის არშია.
 
პერანგის საბეჭური საგანგებოდ იკერება და მამაკაცის პერანგის მთელი შნო და სილამაზე ნაჭრელას მიხედვით ფასდება. ნაჭრელა ორგვარია: აბრეშუმის ნაჭრელა და ნაჭრის ნაჭრელა. აბრეშუმით ნაჭრელი საბეჭური სახით და ფერით უფრო ლამაზია, მაგრამ ძნელი სამუშაოა და ძვირად ფასობს. აბრეშუმის საბეჭური ტილოზე იკერება. ამ მიზნით საბეჭურზე ტილოს დაადებენ და ზედ ნაჭრელის კონტურებს შემობლანდავენ. შემდეგ აიღებენ წმინდა ნემს და აბრეშუმის ფერად ძაფს და შეუდგებიან მოქრგვას. გამოყავთ გეომეტრიული სახეები და თავგრაგნილი ჯვრები. ბოლოს ამ საბეჭურის ნაქარგს და პერანგის სახელოს მაჯებს ამკობენ ფაიფურის თეთრი მძივებით და ღილებით. აბრეშუმის ნაჭრელიანი საბეჭური აქ დიდ მოწონებაშია და ძვირადაც ფასობს.
 
ნაჭრის ნაჭრელა, რომელიც წარმოადგენს სხვადასხვა ფრად შეღებილ შალის ნაჭერს. ნაჭრიან საბეჭურს ტილოს ქარგი არ სჭირდება და ის პირდაპირ იკერება. მისი ფერადობა და სახე მარტივია. მას ახასიათებს კვერა და ჯვრიანი სახეები, მასაც მძივ-ღილებით ამკობენ, მაგრამ ნაჭრით ნაკერი აბრეშუმტან შედარებით მოუხეშავია და მდარე.
 
პერანგის ზურგი შემკულია დაკავკავებული სახეებით, თავგრაგნილი ჯვრებით და მძივ-ღილებით.
 
პერანგზე კაცები ჩოხას იცვამენ. ჩოხა შავი ან ლურჯი ტოლისაგან იკერება. ჩოხა გულამოღებულია, რომ პერანგის საბეჭური კარგად გამოჩნდეს. ის წელში გამოყვანილია და უკან ასხმული აქვს ნაკეცი ნაოჭი, რომელსაც '''''აზღოტს''''' უწოდებენ. ჩოხის ზურგზე და ბეჭებზე სირმის გრეხილით შემკული ჯვრებია გამოყვანილი.
[[ფაილი:Khevsur man clouth (Chokha).jpg|600px|ცენტრი|მინიატიურა|ხევსურული ჩოხა]]
 
ქვეშ იცვამენ ტილოს შარვალს. მოხუცებს ეცვათ ტოტგანიერი '''''მუქასარიანი''''' შარვალი, რომელსაც ტოტებზე შემოკერებული აქვს მძივღილებით შემკული ფერადი შალის ბრტყელი არშია. მუქასარს მოკლე და განიერი ტოტი აქვს და მას ჩაშვებულად ატარებენ. მუქასარს ახალგაზრდები არ იცვამდნენ და გრძელ და ჩატანებულ შარვალზე ისინი პაშიშებს (ბაჭიჭები) იკეთებდნენ. პაჭიჭები ტოლისაგან იკერება, მისი ორივე მხარე დაჭრელებულია ფერადი სახეებით. პაჭიჭს წვივის თავზე '''''საწვივეთი''''' იკრავენ, რომელიც შემკულია მძივის ქუჩუმით და კვერანებით. ფეხზე აცვიათ წინდა და ყელიანი ქალამანი (ჴულჩა). აგრეთვე იცვამენ დაჭრელებულ და გამოკერებულ თათს. მამაკაცები თავზე იხურავენ თუშური ფორმის მრგვალ ნაბდის ქუდს. ხევსურული ქუდის საპირე და კუჭი მოქარგულია შავი გრეხილით (ნაჭრის შიბა) და თეთრი მძივებითაა შემკული.
 
მამაკაცის ხელს ამკობდა გველივით დახვეული ვერცხლის ბეჭდით, რომელსაც '''''გველის თავი''''' ეწოდებოდა. ეს ბეჭედი გველის სახისაა და მოსევადებულია. მეორე ბეჭედს თუშურს უწოდებე. ისიც ვერცხლის ბეჭედია და მას აზის სევადიანი ვერცხლის ფირფიტა. ზამთარში ხელებზე იცვამენ დაჭრელებულ შალის ხელთათმანს.
 
[[ფაილი:Khevsur man (M. Tilke).jpg|მინიატიურა|ხევსური საბრძოლო ჩაჩქანში, 1920 წ.]]
ხევსურებს როგორც წესი წელზე არტყიათ ქამარ-ხანჯალი; ვისაც მეშუღლე ჰყავს, მას მხარზე ფარ-ხმალი ჰკიდია. ხევსურული ხმლის სამჴარიღლიო შემკულია ყაწიმებით. ხმალი სწორი ფორმისაა, მას '''''ფრანგულს''''' უწოდებენ. ფრანგულს აქვს ხეტარი და ვადა. ხმლის ქარქაში სალტითაა შემკრული, წვერზე კი ბუნი უკეთია. ხევსურები ამასთანავე ჯერ კიდევ ატარებენ თითზე წამოსაცმევ იარღებს: '''''ღაჯია''''' და '''''სათითე'''''. ღაჯია რკინისაა და დაკბილულია, მას ხევსურეთში აკეთებენ. სათითე სამად დახვეული თითბირის ბეჭედია. ღაჯიასა და სათითეს ხევსურები ჩხუბის დროს იკეთებენ. ხევსურეთში ხატობას, ქორწილში და ტირილში იარაღის აყრა იციან და თუ ჩხუბი ატყდა, მაშნ ამ ღაჯიათი და სათითეთი იბრძვიან.
 
ხევსურეთში ფარს ბოლო დრომდე ატარებდნენ, რადგანაც შუღლი მძვივარებდა ერთმანეთში. მეშუღლეები ერთმანეთს ფარხმლებით ებრძვიან. ხევსურული ფარი რკინისაა და მას აქაური ოსტატები ჭედავდნენ; აქვს სახელური საბღუჯი და საკიდი. წინათ ხევსურები ჯაჭვის პერანგსა და ჩაჩქანს ატარებდნენ.
 
ხევსურული ხმლებში ყველაზე ძვირფასია: '''''დავითფერული''''', რომელიც ხევსურეთში სულ რამოდენიმე ცალი მოიპოვებოდა, '''''დედალ რუსული''''', ფრანგული, ჭარული, რუსული, გორდა.
 
თოფებში ყველაზე კარგია და ძვირფასად ითვლებოდა ისტამული, ჴირიმი, თუშური, ლეკური, რუსული, ჴარა თოფი, მაჟარი, სტამბული, სიათა.
 
==გვარები ხევსურეთში==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ხევსურები“-დან