ჩოხა: განსხვავება გადახედვებს შორის

6 ბაიტი დაემატა ,  4 წლის წინ
არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
XIX საუკუნის დასასრულსა და XX საუკუნის დამდეგისათვის დამოწმებულია ჩოხის სამი ძირითადი ტიპი:
[[ფაილი:GeorgischeKhevsur Trachtenman 1clouth (Chokha).jpg|მინიატიურა|ხევსურული ჩოხა]]
:1. '''ხევსურული ჩოხა''' — მოკლე უღილკილო სამოსი, შედგენილი ტრაპეციული დეტალებისაგან, აზღოტებისაგან. წინა მხარე, ფარაგი, მდიდრულად იყო მორთული აპლიკაციებით. გვერდებზე ჰქონდა კალთის შენაჭერი, ჩაქი, ანუ სამხედრო, რომელიც წელამდე ამოდიოდა. ჩოხაზე გამოსახული იყო სხვადასხვა ორნამენტული სიმბოლო, მ. შ. ჯვრები (ხატნი).
:2. '''ქართლ-კახური ჩოხა''' — გრძელი, მუხლებს ჩამოცილებული სამოსი, მკერდის მიდამოებში სოლისებური ღიობი ჰქონდა, რათა ახალუხი გამოჩენილიყო. მას მეტწილად უსარტყლოდ ატარებდნენ, კალთებზე შეჭრილი იყო რამდენიმე ჩაქი, სახელოები მაჯისაკენ განივრდებოდა და ხშირად ზეაკეცილს ატარებდნენ. საჩოხედ იხმარებოდა ქართული, დაღესტნური და ოსური შალი, უპირატესად შავი, წაბლისფერი და ლურჯი.