გველის პერანგი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 13:
}}
'''გველის პერანგი''' - ემიგრანტი ქართველი მწერლის,გერმანიაში მოღვაწე [[გრიგოლ რობაქიძე | გრიგოლ რობაქიძის]] [[1926]] წლის რომანი.
 
 
== რომანის შესახებ ==
'''გველის პერანგი''' - ემიგრანტი ქართველი მწერლის, [[გრიგოლ რობაქიძე | გრიგოლ რობაქიძის]] ნოსტალგიური რომანი, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მხატვრული ნაწარმოებია მე-20 საუკუნის ქართულ ლიტერატურაში. დაბრუნების იდეა, რასაც მწერალი პოლიტიკური ემიგრაციის შემდეგ მწვავედ განიცდიდა, სწორედ '''გველის პერანგში''' ხორციელდება ვირტუალურად. უაღრესად მაღალი ოსტატობით შესრულებული თხზულება არც ერთ ქართველ მკითხველს არ დატოვებს გულგრილს.რომანში აღწერილია ახალგაზრდა ემიგრანტის, არჩიბალდ მეკეშის(არჩილ მაყაშვილის) ისტორია სამშობლოში დაბრუნების შესახებ.ნაწარმოებში სრულად ჩანს ემიგრანტის პატრიოტული ტკივილი,სულისკვეთება და ის პრობლემები რაც სამშობლოში დაბრუნების დაატყდება თავს.
გრიგოლ რობაქიძე, რომლის ეროვნული იდეალები შეუთავსებელი აღმოჩნდა ბოლშევიკურ იდეოლოგიასთან, 1930 წლიდან გარდაცვალებამდე პოლიტიკურ ემიგრანტად იქცა. მისი შემოქმედების რეაბილიტაციის შემდეგ „გველის პერანგი“ 1989 წელს პირველად დაიბეჭდა საქართველოში. რომანის იდეას ავტორი შემდეგნაირად განმარტავს:„ ... მარადიული დაბრუნების იდეა, რომელიც სულ ყოველთვის მაწამებდა, ახლა სხვანაირად იყო ნააზრევი: არა ერთეულის მარადიული დაბრუნება თავის თავისკენ, არამედ ერთეულში მარადიულის დაბრუნება თავის თავისკენ. შემდეგში ამ შეცნობამ ხორცშესხმა ჰპოვა ჩემ რომან „გველის პერანგში. „ ამ რომანში ვცდილობდი აღმოსავლეთის მსოფლშეგრძნება და სამყაროს ჭვრეტა პლასტიურად განმეხორციელებინა“.
 
 
 
==პერსონაჟები==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გველის_პერანგი“-დან