ფხოვი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 16:
{{ციტატა|ხოლო ფხოველნი ჯუარის მსახურნი არიან და ქრისტიანობასა იჩემებენ. ამათ იწყეს რბევად და ჴოცად და ტყუეობად ცხადად და ღამით. მოუწოდა მეფემან [[ათაბაგი |ათაბაგსა]] და ყოველთა მთეულთა ... მისცა ათაბაგსა და წარავლინა მათ ზედა. ხოლო ივანე გონიერად ყო: აღვიდა მთასა ჴადისასა და წარვლო წუერი მთისა, წარდგა მთასა ფხოველთასა და [[დიდოელები |დიდოთასა]], რომელი არავის ექმნა, არცა პირველ, არცა შემდგომად, რამეთუ ერთ–კერძო დაურჩა [[დურძუკეთი]] და ერთ–კერძო [[დიდოეთი]] და ფხოეთი. ცნეს რა მისვლა [[ათაბაგი]]სა, მოვიდეს ძღუნითა მეფენი დურძუკთანი, მოსცეს [[ლაშქარი]] და დაუდგეს გუერდსა. და იწყეს ზეიდაღმან ბრძოლად, და რბევად, და კლვად, და ტყუეობად და დაწუად; მოსწყჳდეს ურიცხჳ კაცი [[დიდოელები |დიდოი]] და [[ფხოველები |ფხოვი]], და დაყვნეს სამნი თუენი: ივნის, ივლისი და აგჳსტოსი. მაშინ შეიწრებულთა ათაბაგისათა მოსცეს მძევლები და აღუთქუეს მსახურებად ხარაჯა, და პირი სიმტკიცისა აღუთქუეს. წარმოასხეს მძევლები, ქმნეს [[ზავი |ზავნი]] და ესრეთ გამარჯუებითა მოვიდა ივანე მეფეს წინაშე და რქუა: „ძლიერო მეფეო! იქმნა ბრძანება შენი, მოვაოჴრენ ურჩნი შენნი დოდოეთი და ფხოეთი“.<ref>ქართლის ცხოვრება, ტ. II, ს. ყაუხჩიშვილის რედაქციით, თბ., 1959, გვ. 111–112</ref>}}
 
ამ დროიდან ამ მხარეს სახელიც ეცვლება და ფხოვის ნაცვლად შემდეგ საუკუნეებში ის ფშავად იხსენიება. მისი ძველი ისტორიული სახელი ფხოვი დღეს მხოლოდ ერთ სოფელს, შუაფხოს შერჩენია, რომელიც ფხოვის არსებობის უტყუარი მოწმეა. შესაძლებელია, ეს შუაფხო XII საუკუნეში თავისი პოლიტიკურ–ეკონომიკური მნიშვნელობით ფხოვის ცენტრი ყოფილიყო, სადაც დაცულია ფშავის ძლიერი სალოცავი იახსრის ხატი და ნასოფლართა ნანგრევები. ფხოელების სახელწოდებაც ამ გეოგრაფიული ფხოვიდან უნდა ყოფილიყო წარმოშობილი, მაგრამ ამბოხების შემდეგ ფხოვის ხეობაშიც სახელი ფხოვი იცვლება, რომლის ნაცვლად შემოდის „ფშავი“.<ref>მაკალათია სერგი, ფშავი, თბ., 1934</ref><ref>მაკალათია სერგი, ხევსურეთი, თბ., 1984</ref>
 
== იხილეთ აგრეთვე ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფხოვი“-დან