გიორგი მელიქიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 30:
მელიქიშვილის ფუნდამენტურმა ნაშრომებმა ძველი აღმოსავლეთის ისტორიისა და ფილოლოგიის დარგში ახალი ეტაპი შექმნეს მსოფლიო [[ურარტოლოგია]]ში. მელიქიშვილი ავტორია აგრეთვე მრავალი გამოკვლევისა ხურიტების, ხეთების, ასურეთის, ზაგროსის მთიანეთისა და ძველი აღმოსავლეთის სხვა ქვეყნების ისტორიაში. ასურული და ურარტული წერილობითი წყაროების შუქზე მელიქიშვილმა გამოიკვლია უძველესი ქართველური პოლიტიკური გაერთიანებების — [[კულხა]]ს და [[დიაუხი]]ს — ისტორიის საკითხები; დაამუშავა საქართველოს ძვ. ისტორიისა და ფეოდალური ხანის მრავალი კარდინალური პრობლემა; ძველი წინა აზიისა და კავკასიური უძველესი კლასობრივი პრობლემა; ძველი წინა აზიისა და კავკასიის უძველესი კლასობრივი საზოგადოებების (მათ შორის საქართველოს) სოციალურ-ეკონომიკური წყობის კვლევა-ძიების ხაზით მელიქიშვილმა დაამუშავა კლასობრივ საზოგადოებათა ტიპოლოგიური და სტადიალური კლასიფიკაციის, ძვ. აღმოსავლურ და ანტიკურ საზოგადოებებში ფორმებისა და კლასობრივი სტრუქტურის საკითხები. ამ საზოგადოებების სოციალურ-ეკონომიკური ვითარებას მელიქიშვილი ახასიათებს ტიპოლოგიურად როგორც „წინაფეოდალურს“ (''„პროტოფეოდალურს“''), ხოლო სტადიალურად — როგორც ''„ადრეკლასობრივს“''.
 
ლენინური ([[1957|1957 წელი]]), საქართველოს სსრ სახელმწიფო ([[1982|1982 წელი]]) და [[ივანე ჯავახიშვილი]] სახელობის ([[1976|1976 წელი]]) პრემიების ლაურეატი. დაჯილდოებულია [[შრომის წითელი დროშის ორდენი|შრომის წითელი დროშის]], [[საპატიო ნიშნის ორდენი|„საპატიო ნიშნის“]] ორდენითა და მედლებით.
 
== ლიტერატურა ==
*{{ქსე|6|558|გიორგაძე გ.}}
 
{{DEFAULTSORT:მელიქიშვილი, გიორგი}}