მომხმარებლის Gaga.vaa ცვლილებების გაუქმება (№2946453)
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
No edit summary |
(მომხმარებლის Gaga.vaa ცვლილებების გაუქმება (№2946453)) |
||
[[ფაილი:Basilica di Superga.jpg|მინიატიურა|სუპერგას ბაზილიკა]]
'''სუპერგას ბაზილიკა''' ({{lang-it|Basilica of Superga}}) — [[ეკლესია]] ჩრდილო-დასავლეთ [[იტალია]]ში, [[პიემონტი|პიემონტში]], [[ტურინი]] სიახლოვეს მდებარე [[სუპერგა]]ს მთაზე.
ეკლესია აგებულია 1717-1731 წლებში, [[სუპერგა]]ს მთის წვერზე, [[სავოის საჰერცოგო|სავოის ჰერცოგის]], შემდგომში [[სარდინიის სამეფო|სარდინიის]] პირველი მეფის [[ვიტორიო ამადეო II]]-ს ბრძანებით [[ტურინის ალყა|ტურინის ბრძოლის]] მიმდინარეობისას, მას შემდეგ რაც [[ომი ესპანური მემკვიდრეობისათვის|ესპანური მემკვიდრეობისათვის ომის]] ფარგლებში, მოალყე [[საფრანგეთის სამეფო]]ს არმია დაამარცხეს. ბაზილიკა დაპროექტებულია ცნობილი იტალიელი არქიტექტორის [[ფილიპო იუვარა]]ს მიერ, არქიტექტორმა ძველებურ სტილს შეურწყა [[ბაროკო]]ს თანამედროვე ელემენტები.
ბაზილიკასთან მდებარეობს პანთეონი, სადაც [[სავოიის საჰერცოგო]]ს, [[სარდინიის სამეფო]]ს და [[იტალიის სამეფო (1861-1946)|იტალიის სამეფოს]] მმართველები და მათი ოჯახის წევრები არიან დაკრძალული. ბაზილიკას ტურინის გარეუბან სასისთან აერთებს ტრამვაის ხაზი, რომელიც ასევე ტურინის კოლორიტად ითვლება.
1949 წელს სუპერგას გორაკზე მოხდა ცნობილი [[სუპერგას ავიაკატასტროფა|ავიაკატასტროფა]], როდესაც [[ლისაბონი]]დან გამოფრენილი [[ტორინო (საფეხბურთო კლუბი)|ტორინოს]] საფეხბურთო კლუბის თვითმფრინავი დაშვებისას ბაზილიკის უკანა კედელს დაეჯახა და ჩამოვარდა. შემთხვევისას დაიღუპა თვითმფრინავში მსხდომი ყველა პიროვნება, იტალიის მაშინდელი საფეხბურთო ფლაგმანის, მოქმედი და ხუთგზის ჩემპიონი გუნდის ფეხბურთელები და საწვრთნელი შტაბის წევრები, მათ შორის ნამდვილი საფეხბურთო სუპერვარსკვლავი [[ვალენტინო მაცოლა]]. კედელი, რომელსაც თვითმფრინავი შეეჯახა, ტრაგედიის სამახსოვროდ არ შეუკეთებიათ და დღემდე ისეა შემონახული, როგორც კატასროფამ დააზიანა.
==რესურსები ინტერნეტში==
*[http://www.basilicadisuperga.com/ ეკლესიის ოფიციალური საიტი]
[[კატეგორია:იტალიის არქიტექტურული ძეგლები]]
[[კატეგორია:ქრისტიანული ტაძრები]]
|