იაკობუს აუდი: განსხვავება გადახედვებს შორის

replaced: სათაო → სათავო (2)
(replaced: სათაო → სათავო (2))
|მნიშ_შენობები=
|მნიშ_პროექტები =
*[[შელი]]ს სათაოსათავო ოფისის შენობა [[ჰააგა]]ში<br>
*[[ჰოლანდიის ნაციონალური ომის მუზეუმი]]<br>
*[[სპაარბანკი]] [[როტერდამი|როტერდამში]]<br>
*საოფისე შენობა „[[დე უტრეხტი]]“ როტერდამში<br>
*ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი [[არნემი|არნემში]]
|მნიშ_დიზაინი =
 
==ბიოგრაფია==
აუდი დაიბადა პიურმერენდში თამბაქოს და ღვინის მოვაჭრის ოჯახში. როგორც ახალგაზრდა არქიტექტორი განიცდიდა ბერლაგეს გავლენას და გარკვეული დრო სწავლობდა თეოდორ ფიშერთან მიუნხენში. ის მუშაობდა უ.მ. დუდოკთან ერთად ლეიდენში სადაც შეხვდა თეო ვან დუსბურგს და ასე აღმოჩნდა „დე სტილის“ მოძრაობაში. 1918 და 1933 წლებში აუდი იყო [[როტერდამი]]ს მუნიციპალური არქიტექტორი. ამ პერიოდში ქალაქში მუშების დიდი იმიგრაცია იყო და აუდი უმთავრესად მუშაობდა სოციალური საცხოვრისის პროექტებზე. ეს მოიცავდა პროექტებს სპანგენში, კიეფჰოეკში და ვიტე დორპში. აუდი ერთი იმათგანი იყო ვინც ცდილობდა შეეჯერებინა მკაცრი, რაციონალური, მშენებლობა მომხმარებლების ფსიქოლოგიურ მოთხოვნილებებთან და მათ ესთეტიკურ მოლოდინებთან. ცდილობდა „პოეტიკური ფუნქციონალიზმის“ პრაქტიკაში დანერგვას.
 
1927 წელს ის იყო ერთერთი იმ თხუთმეტთაგანისგან რომლებიც შეეწივნენ გავლენიან მოდერნისტულ გამოფენას ვაისენჰოფში. 1932 წლისთვის ის ითვლებოდა გამოჩენილ მოდერნისტ არქიტექტორთა ოთხეულის წევრად [[ლუდვიგ მის ვან დერ როე]]სთან, ვალტერ გროპიუსთან და [[ლე კორბუზიე]]სთან ერთად და წარმოჩინებული იყო ფილიპ ჯონსონის საერთაშორისო სტილის გამოფენაზე. 1945 წელს მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ მან უფლება მისცა ამერიკაში დაბეჭდილიყო მისი 1941 წელს აშენებული შელის სათაოსათავო ოფისის შენობა ჰააგაში, თუმცა არქიტექტურულმა პრესამ სარკასტულად დაგმო მის მიერ ორნამენტების გამოყენება მოდერნისტული სულის წინააღმდეგ.
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ აუდმა დააპროექტა ჰოლანდიის ნაციონალური ომის მუზეუმი და სამხედრო სასაფლაო. შემდგომში აუდი გათავისუფლდა „დე სტილის“ გავლენებისგან. მან დააპროექტა სპაარბანკი როტერდამში, საოფისე შენობა „დე უტრეხტი“ როტერდამში და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი [[არნემი|არნემში]]. 1954 წელს მას მიენიჭა არქიტექტურის საპატიო დოქტორის წოდება დელფტის ტექნიკურ უნივესიტეტში.