Metro (სადიზაინო ენა): განსხვავება გადახედვებს შორის

→‎პრინციპები: replaced: სათაო → სათავო
(→‎პრინციპები: replaced: სათაო → სათავო)
[[File:Segoe UI Revision Differences.png|thumb|[[Segoe|Segoe UI]]-ის ფონტი Windows 7-ში (ზევით) და Windows 8-ში (ქვევით)]]
[[File:Windows 8 Release Preview Start Screen.png|thumb|right|[[Windows 8]]-ის Start Screen-ი წარმოდგენილია ბრტყელი, ფერადი "ცოცხალი" ფილებითა და "ფილების კედლის" ჰორიზონტალურად მოძრაობის ფუნქციით, როგორც თავის დროზე იყო (და ახლაც არის) წარმოდგენილი [[Windows Phone]]-ი და [[Xbox 360]]-ის საოპერაციო სისტემა.]]
სადიზაინო ენის, Metro-ს, შექმნაში დიდი გავლენა მოახდინა Microsoft-ის დიზაინერთა გუნდის შთაგონებამ, რომელიც საზოგადოებრივ სატრანსპორტო სისტემებზე დაკვირვების დროს მიიღეს; მაგალითად, ისინი აკვირდებოდნენ [[King County Metro]]-ს ([[საზოგადოებრივი ტრანსპორტი|საზოგადოებრივი სატრანსპორტო სისტემის]] განყოფილება [[ვაშინგტონი (შტატი)|ვაშინგტონის]] ერთერთ [[აშშ-ის ადმინისტრაციული დაყოფა|ოლქში]], კერძოდ [[King County, ვაშინგტონი|King County]]-ში). ეს სისტემა [[სიეტლი|სიეტლის]] დიდ ფართობს მოიცავს, სადაც კომპანია Microsoft-ის სათაოსათავო ოფისებია განლაგებული. სადიზაინო ენა ხაზს უსვამს კარგ ტიპოგრაფიასა და ტექსტებს - დიდი ზომის შრიფტით, რაც თვალისთვის მისწრებაა. Microsoft-ის ხედვით, ეს სადიზაინო ენა არის "ლამაზი, სწრაფი, თანამედროვე" და [[კომპიუტერული ხატულა|ხატულებზე]] დაფუძნებული ინტეფეისის (ასეთი ინტერფეისი აქვს [[ვინდოუსი|Windows]]-ს, [[Android]]-სა და [[iOS]]-ს) მკაფიოდ გაუმჯობესებული "განახლება". ყველანაირი ტექსტი იყენებს [[Segoe]] [[შრიფტი|შრიფტის]] [[კომპიუტერული ფონტი|ფონტებს]]. Segoe შრიფტი, რომლის ლიცენზია შეიძინა Microsoft-მა, შექმნა [[სტივ მეტისონი|სტივ მეტისონმა]] [[Monotype Corporation]]-ში (კორპორაცია, რომელიც ქმნის შრიფტებს სხვადასხვა დიზაინით). Microsoft-მა შექმნა Segoe-ს ორი ახალი ვერსია, ერთი [[Zune]]-ისთვის, რომელსაც Zegoe UI უწოდეს, და მეორე [[Windows Phone]]-ისთვის, რომელსაც Segoe WP დაარქვეს. ეს ფონტები მხოლოდ მცირედით განსხვავდებიან ერთმანეთისგან. აშკარა განსხვავება Segoe UI-სა და Segoe WP-ს შორის შეიმჩნევა შესაბამის ციფრების სიმბოლოებში. Windows 8-ში Segoe UI-ს აშკარა განსხვავებები ჰქონდა ისევე როგორც Segoe WP-ს. ყველაზე მეტად თვალსაჩინოა ტიპოგრაფიული ცვლილებები შემდეგი სიმბოლოებისა: 1, 2, 4, 5, 7, 8, I და Q.
 
Microsoft-მა ეს სადიზაინო ენა შექმნა სპეციალური მიზნით: მოხმარების პროცესი ყოფილიყო უფრო სწრაფი (მთავარი კომპიუტერული ამოცანების გაერთიანებისა და გაძლიერების წყალობით), რაც მიიღწევა ზედმეტი გრაფიკული ელემენტების ამოღებით. საბოლოოდ მიღებულ ინტერფეისებს გააჩნიათ უფრო დიდი ვიზუალური სივრცე, შედარებით პატარა ღილაკები და ხშირად აქვთ "ფილების კედლის" ჰორიზონტალურად მოძრაობის ფუნქცია. გვერდების სათაურების შრიფტი, ჩვეულებრივ, დიდი ზომისაა, რაც ჰორიზონტალური მოძრაობის უპირატესობაზე მეტყველებს.