გიორგი ჩორჩანელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 4:
[[ბასილი ზარზმელი]] მას [[მთავარი|დიდ მთავარს]] უწოდებს. გიორგი ჩორჩანელის სამფლობელო სამცხეში ყველაზე ვრცელი და ერმრავალი იყო. ჰქონდა ტაძრები და სასახლეები [[ზანავი|ზანავსა]] და [[ჩორჩანი|ჩორჩანში]] (ახლანდელი [[ადიგენის მუნიციპალიტეტი]]), აქედან მოდის ჩორჩანელის გვარიც. მეზობელი [[ხევი (ერთეული)|ხევების]] მცირე თუ მსხვილი ფეოდალები გიორგი ჩორჩანელის [[ვასალი|ვასალები]] („საკუთარნი“, „წინაშემდგომელნი“) იყვნენ.
 
ქვრივმა და უშვილოშვილმკვდარმა გიორგი ჩორჩანელმა თავისი უძრავ-მოძრავი ქონება უანდერძა დას [[ლატავრი|ლატავრს]] (სამცხის დიდი ფეოდალის [[ბაჰლაუნდები|მირიან ბაჰლაუნდის]] ქვრივს) და მის შვილებს — სულას, ბეშქენსა და ლაკლაკს. ამგვარად გაერთიანდა სამცხის ამ ორი დიდი ფეოდალური სახლის სამფლობელოები. გიორგი ჩორჩანელმა დიდძალი სიმდიდრე დაუტოვა [[ზარზმის მონასტერი|ზარზმის მონასტერსაც]], რომელიც მისი ხელშეწყობით ააშენეს [[სერაპიონ ზარზმელი|სერაპიონ ზარზმელის]] მეთაურობით სამცხეში ჩასულმა ბერებმა.
 
გიორგის სიკვდილის შემდეგ მის მემკვიდრეებს შორის ატყდა შინაომი, რომელიც ლაკლაკის მიერ მისი დისწულის მკვლელობით დაიწყო, მთელს სამცხეს მოედო და დასრულდა სამი წლის შემდეგ [[გიორგი მაწყვერელი]]ს ჩარევის შემდეგ.