ლიპარიტ IV: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 6:
[[1037]]-[[1038]] ლიპარიტ IV-ის ჩაგონებით ბაგრატ IV-ის ლაშქარი კახთა მეფის ჯართან ერთად თბილისს შემოადგა. 2 წლის ალყის შემდეგ ბაგრატ IV ლიპარიტ IV-ის უკითხავად ამირას დაუზავდა. ამით განაწყენებული ლიპარიტ IV საბოლოოდ გაუორგულდა მეფეს, დაუკავშირდა [[ბიზანტია | ბიზანტიას]], რომელმაც მალე იგი დამხმარე ლაშქრით, დიდძალი ფულითა და საქართველოს სამეფო ტახტის მაძიებელი დემეტრე გიორგის ძის თანხლებით ბაგრატ IV-ის წინააღმდეგ გამოგზავნა. ლიპარიტ IV-მ ალყა შემოარტყა სამეფო ციხე ატენს, მაგრამ შემდეგ საქმე გართულდა და იგი ბაგრატ IV-ს დაუზავდა. მეფემ ლიპარიტ IV-ს ქართლის ერისთავობა უბოძა, მაგრამ ლიპარიტ IV აგრესიული ბიზანტიის აგენტი იყო და ფარულად თუ აშკარად საქართველოს გაერთიანება-გაძლიერებას ებრძოდა. მან ერთ-ერთი ბრძოლის დროს გამოიხსნა ბაგრატ IV-თან მძევლად მყოფი თავისი შვილი [[ივანე ლიპარიტის ძე |ივანე]], შემდეგ [[სასირეთის ჭალა]]ში [[სასირეთის ბრძოლა|ბრძოლისას]] მეფე დაამარცხა კიდეც. [[1048]] ლიპარიტ IV მონაწილეობდა თურქ-სელჩუკების წინააღმდეგ ბრძოლაში ბიზანტიის მხარეზე . [[თურქები | თურქებმა]] სძლიეს ბიზანტიელებს, ლიპარიტ IV კი ტყვედ ჩავარდა. [[1051]] იგი გაათავისუფლეს ტყვეობიდან და საქართველოში დაბრუნდა. აქ ბიზანტიის მხარდაჭერით კვლავ მომძლავრდა.
 
[[1054]] ბიზანტიის კეისრის მოთხოვნით ლიპარიტ IV მთელი სამხრეთ საქართველოს მთავარი გახდა. [[1058]] მეფის ერთგულმა მესხმა აზნაურებმა [[სულა კალმახის ერისთავი |სულა კალმახის ერისთავის]] მეთაურობით შეიპყრეს ლიპარიტ IV და მიჰგვარეს მეფეს, რომელმაც ორგული ფეოდალი იძულებით ბერად შეაყენა. ამის შემდეგ ბერი ანტონი (ლიპარიტყოფილი) ბიზანტიაში გადაიხვეწა. მოღვაწეობდა შავ მთაზე, სადაც, სავარაუდოდ, დაარსა წმ. ბარლაამის ქართველთა მონასტერი და იყო მისივე წინამძღვარი 1060–1064 წლებში. მხარს უჭერდა ათონის მთაზე მოღვაწე [[გიორგი მთაწმინდელი|გიორგი მთაწმინდელს]], რის გამოც მისთვის აღაპი დაუწესებიათ. ლიპარიტ IV ლიტერატურულ მოღვაწეობას ეწეოდა. შემორჩენილია მისი ზოგიერთი თხზულება. [[მატიანე ქართლისაჲ|„მატიანე ქართლისაჲ-ს“]] ცნობით, ლიპარიტ IV გარდაიცვალა კონსტანტინოპოლში, საიდანაც საქართველოში ჩამოუსვენებიათ და [[კაცხი (ჭიათურის რაიონიჭიათურის მუნიციპალიტეტი)| კაცხში]] დაუკრძალავთ.
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლიპარიტ_IV“-დან