მესამე ჯვაროსნული ლაშქრობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 8:
[[ეგვიპტე]]ში [[1163]] წელს დაწყებული ბრძოლა, [[ფატიმიდები]]ს დინასტიის წინააღმდეგ (რომლებიც ჯვაროსანთა მოკავშირეებად ითვლებოდნენ), რამდენიმე წელიწადში მათი დამარცხებით და ეგვიპტიდან განდევნით დამთავრდა. [[1169]] წელს ეგვიპტის ტახტზე ადის ახალი, ჯვაროსანთა მოძულე ხელმწიფე სალაჰ-ად-დინ იუსუფი, რომელიც სალადინის სახელითაა ცნობილი. [[1174]] წელს სალადინი აერთიანებს [[სირია]]ს, [[ეგვიპტე]]სა და მესოპოტამიის დიდ ნაწილს და ხდება სულთანი, რითაც სათავეს იღებს [[აიუბედები]]ს დინასტია.
 
ამავე [[1174]] წელს იერუსალიმის მეფე [[ამალრიკ I (იერუსალიმი)|ამალრიკ I]] კვდება, და ტახტზე ადის მისი 13 წლის ვაჟი [[ბალდუინბოლდუინ IV (იერუსალიმი)|ბალდუინბოლდუინ IV]]. მიუხედვად იმისა რომ იგი იტანჯებოდა მძიმე დაავადება [[კეთრი]]თ, მაინც მოახერხა და შექმნა კარგად ორგანიზებული და დიდი არმია, რომლითაც [[1177]] წელს, 16 წლის ასაკში, [[მონჟისარის ბრძოლა]]ში დაამარცხა მანამდე უძლეველი სალადინი. ბალდუინს ბრძოლაში ეხმარებოდა [[რენო დე შატიიონი]], კაცი, რომელსაც მთელ მუსლიმურ სამყაროში იცნობდნენ როგორც კაცთმოძულე პიროვნებას. შატიიონი ძალიან ხშირად ესხმოდა თავს არაბულ სავაჭრო ქარავნებს, წითელ ზღვაში ძარცვავდა გემებს და აწიოკებდა მშვიდობიან მოსახლეობას.
 
[[1185]] წელს ბალდუინი გარდაცვალა. ტახტზე მისი დის შვილი [[ბალდუინ V (იერუსალიმი)|ბალდუინ V]] ავიდა თუმცა რამდენიმე თვეში ისიც გარდაიცვალა. სამეფო ტახტი დარჩათ ბალდუინ V-ეს დედას [[სიბილა (იერუსალიმი)|სიბილასა]] და მის მეორე ქმარს [[გი დე ლუზინიანი|გი დე ლუზინიანს]]. ამასობაში რენო დე შატიიონი კვლავ დაესხა თავს არაბულ ქარავნებს და იქიდან წამოასხა ტყვეები. სალადინმა მეფეს მოსთხოვა ტყვეების განთავისუფლება, თუმცა უარი მიიღო. სალადინმა ომი დაიწყო იერუსალიმის სამეფოს წინააღმდეგ და [[1187]] წელს სირიიდან შეტევაზე გადავიდა. მის ხელში იყო კარგად შეიარაღებული 200 ათას კაციანი არმია. სალადინმა ლაშქარი იერუსალიმის ჩრდულოეთით, ტიბერიის ტბასთან დააბანაკა. აქედან იწყებოდა [[ჰატინი]]ს უდაბნო, სადაც წყალი ძალიან ცოტა იყო. სალადინმაც ყველა მდინარე თუ ნაკადული დაწამლა. ჯვაროსნები უწყლოდ დარჩნენ.