ოზურგეთის მაზრა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 52:
 
===საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ===
1921 წლის 18 მარტიდან მაზრაში შეიქმნა სამაზრო რევოლუციური კომიტეტი. მაზრა დაიყო რვა რაიონად: ოზურგეთის, ნატანების, სუფსის, ლანჩხუთის, ჯუმათის, ხიდისთავის, ნაგორმის, ჩოხატაურის რაიონები. შეიქმნა სარაიონო კომიტეტები და მილიციის განსაკუთრებული რაზმი „ჩონი“ (Части Особого Назначения). რაიონული რაზმები ემორჩილებოდნენ სამაზრო კომიტეტს. მათი ძირითადი დანიშნულება იყო ბრძოლა [[მენშევიკი|მენშევიკებთან]]. 1921 წლის ივლისისთვის აღირიცხა მუშათა და გლეხთა შვილები და მოხდა მათი ჩაბმა სამხედრო სწავლებაში. „ჩონს“ თავდაპირველად [[ალექსანდრე ობოლაძე]], შემდეგ კი ტალახაძე ხელმძღვანელობდა. „ჩონმა“ დაიწყო ნადირობა [[ფირალი|ფირალებზე]] და მათ იმდროინდელ ლიდერ [[გოგია ღლონტი|გოგია ღლონტზე]].
 
თავდაპირველად ხელისუფლებამ თითქოს შემოირიგა ფირალები და მათ კურორტ [[ბახმარო]]ს ყაჩაღებისგან დაცვა დაავალა. ამის გამო ღლონტის რაზმი „ბახმაროს დამცველი რაზმის“ სახელით გახდა ცნობილი, თუმცა მალე გამოჩნდა, რომ შეთანხმება მოჩვენებითი იყო. „ჩონმა“ ღლონტი და მისი თანამებრძოლები ოზურგეთში ვერ ჩაიტყუა. ღლონტი რაზმში 11 ადამიანი იყო: სიმონ თალაკვაძე, ფილიპე მეგრელაძე, მიშა დათუნაშვილი, ექვთიმე კვაშალი, კონსტანტინე ჭელიძე, ვასო ჩხაიძე, გიორგი ღლონტი, ილიკო კოტრიკაძე, ილიკო მეგრელაძე, დათიკო ერქომაიშვილი, გიორგი ლომინაძე.