206 663
რედაქტირება
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
No edit summary |
No edit summary |
||
'''რელიეფი''' ({{lang-fr|relief}} < {{lang-la|relevo — მაღლა ვწევ}}) — ხმელეთის ზედაპირის, [[ოკეანე|ოკეანისა]] და [[ზღვა|ზღვის ფსკერის]] უსწორმასწორობათა ერთობლიობა, რომელიც წარმოიქმნება [[ენდოგენური პროცესები|ენდოგენური]] და [[ეგზოგენური პროცესები|ეგზოგენური ძალების]] დედამიწის ქერქზე მოქმედებით და მოიცავს განსხვავებული სიდიდის, წარმოშობის, ასაკისა და განვითარების ისტორიის მქონე ფორმებს. რელიეფის ფორმები არის დადებითი და უარყოფითი. ფორმათა სიდიდის მიხედვით გამოყოფენ: მეგარელიეფს ([[კონტინენტი]]), მაკრორელიეფს ([[ქედი]], [[ვაკე (გეოგრაფია)|ვაკე]]), მეზორელიეფს ([[ხეობა]]), მიკრორელიეფს ([[კარსტული ძაბრი]]), ნანორელიეფს (მცირე ღარტაფი).
[[ენდოგენური პროცესები]]ს უპირატესი ზეგავლენით წარმოიქმნება პლანეტური მასშტაბის უსწორმასწორობანი
[[ეგზოგენური პროცესები]]ს შედეგად ხდება [[მორფოსტრუქტურა|მორფოსტრუქტურების]] ნგრევა, დანაწევრება, ხმელეთის ზედაპირის გადარეცხვა და რელიეფის მცირე ფორმების
ეპოქაში, მაგრამ მისი ზედაპირის თანამედროვე სახით ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი შეასრულა ტექტონიკურმა მოძრაობებმა ნეოგენურსა და ანთროპოგენურ პერიოდებში.
ტექტონიკური მოძრაობა ორგვარია — დადებითი და უარყოფითი. დადებითი მოძრაობების (აზევების) სიჭარბე, გარეგანი ძალების მოქმედებასთან შედარებით, იწვევს რელიეფის ამაღლებას და [[დენუდაცია|დენუდაციის]] გაძლიერებას. ასეთ მოძრაობას უმთავრესად განიცდიან ახალგაზრდა მთები (მაგ.: [[კავკასიონი]], [[ჰიმალაი]], [[პამირი]]). ნგრევითი პროცესის სიჭარბე იწვევს რელიეფის დადაბლებას, ეროზიული და დენუდაციური პროცესების შენელებას. უარყოფითი მოძრაობის (ტექტონიკური დაძირვის) დროს ძლიერდება ჩამორეცხილი მასალის დალექვა, აკუმულაცია. რელიეფის ფორმირებაში აქტიურად მონაწილეობს აგრეთვე [[ადამიანი]] (ანთროპოგენური რელიეფი).
მორფოსკულპტურული ფორმების განვითარება დიდად არის დამოკიდებული ადგილობრივ ჰავაზე. ამიტომ მათი განლაგება [[დედამიწა|დედამიწის]] ზურგზე ემორჩილება გეოგრაფიული ზონალურობის კანონს. ვაკეზე მკაფიოდ არის გამოსახული მორფოკლიმატური ზონები, რომლებიც შეესაბამება თანამედროვე ეგზოგენური პროცესების ტერიტორიულ დიფერენციაციას. მთაში ადგილი აქვს ვერტიკალურ მორფოლოგიურ ზონალურობას ანუ სარტყლურობას.
რელიეფის გენეტური ტიპის დადგენა [[გეომორფოლოგია|გეომორფოლოგიის]] ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა. რელიეფის გენეტური ტიპი ეწოდება ელემენტარული ფორმების კომპლექსს, რომლისთვისაც დამახასიათებელია გარეგნული და გენეტური ერთგვაროვნება.
|
რედაქტირება