რელიეფი (სკულპტურა): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{მრავალმნიშვნელოვნება**|სკულპტურულ გამოსახულებას|ხმელეთის ზედაპირის უსწორმასწორობათა ერთობლიობის|რელიეფი}}
[[ფაილი:Qajari relief.jpg|მინი|მარჯვნივ|270პქ|რელიეფური გამოსახულება]]
'''რელიეფი''' — [[სკულპტურა|სკულპტურული]] გამოსახულება სიბრტყეზე. რელიეფის დამახასიათებელი გამომსახველობითი საშუალებები — კომპოზიციის გაშლა სიბტყეზე, პერსპექტიული აგებისა და მოცულობების სიმგვრლის ილუზიის შექმნის შესაძლებლობა, ფორმირების ნატიფი მოდელირება — შესაძლებელს ხდის რელიეფში აისახოს მრავალფიგურიანი სცენები, აგრეთვე აქიტექტუტული და პეიზაჟური მოტივები. რელიეფი ხშირად ჩართულია კედლის, კამარის, სკულპტურული ძეგლისა და სხვ.სხვა კომპოზიციებში; იგი, შესაძლებელია, დამოუკიდებელი დაზგური ნაწარმოებიც იყოს.
 
განარჩევენ ''ჩაღრმავებულ'' და ''ამობურცულ'' რელიეფს. ჩაღრმავებული რელიეფი (ე.წ. კოილანოგლიფი) გავრცელებული იყო ძველ ეგვიპტურ არქიტექტურაში, აგრეთვე ძველი აღმოსავლეთის და ანტიკურ [[გლიპტიკა]]ში. ამობურცულ რელიეფში განარჩევენ [[ბარელიეფი|ბარელიეფსა]] და [[ჰორელიეფი|ჰორელიეფს]], რომელიც უფრო მეტად არის გავრცელებული; იგი ცნობილი იყო [[პალეოლითი|პალეოლითის ეპოქაში]], მოგვიანებით — [[ძველი ეგვიპტე|ძველ ეგვიპტურ]], [[ასურეთი]]ს, [[ინდოეთი]]ს, [[ჩინეთი]]ს, განსაკუთრებით ანტიკურ ხელოვნებაში, [[რენესანსი|რენესანსის ეპოქაში]], აგრეთვე მოგვიანო ხანის ქანდაკებაში.