გოგი ხიმშიაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 5:
მამამისი, თავადი ნიკოლოზ ხიმშიაშვილი (ხიმშიევი) 1910 წელს მოკლეს ილია იმერ­ლიშ­ვილ­მა, გიგ­ლა ბერ­ბი­ჭაშ­ვილ­მა და ლა­დო ფე­იქ­რიშ­ვილ­მა. გამოძიების დასკვნით, მკვლელობის მოტივი იყო „ნი­კო­ლოზ ხიმ­ში­ე­ვის ქმე­დი­თი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა თა­ვად [[ილია ჭავჭავაძე|ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის]] მკვლე­ლე­ბის ძებ­ნა­ში“.<ref>სიმაშვილი, თენგიზ (2012), [http://simashvili.blogspot.com/2012/10/blog-post_26.html „ილია ჭავჭავაძის მკვლელობა (ილიას მკვლელობიდან გასული 105 წელი)“], ''simashvili.blogspot.com''.</ref>
 
გოგი ხიმშიაშვილმა დაამთავრა ნიკოლაევის საკავალერიო სასწავლებელი. რუსეთის იმპერიის არმიის რიგებში იბრძოდა [[პირველი მსოფლიო ომი]]ს ფრონტებზე, მ.შ. მონაწილეობდა ექსპედიციაში სპარსეთში; იყო კორნეტი. [[1918]]-[[1921]] წლებში მეთაურობდა საქართველოს სახალხო გვარდიის ცხენოსან დივიზიონს, რომლის ერთ-ერთი ესკადრონის უფროსი იყო პორუჩიკი [[ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი]]. ჰქონდა პოლკოვნიკის წოდება. განსაკუთრებით გამოიჩინა თავი 1918 წლის [[სომხეთ-საქართველოს ომი|სომხეთ-საქართველოს ომში]], 1919 წელს [[დენიკინი|დენიკნელთაგან]] [[გაგრა|გაგრის]] გათავისუფლებაში და 1920 წელს აზერბაიჯანის საზღვარზე წითელი არმიის ნაწილების წინააღმდეგ ბრძოლაში. 1920 წლის მაისში [[ბათუმი|ბათუმში]] საქართველოს ჯარების შესვლისას იყო გვარდიული ნაწილების ერთ-ერთი ხელმძღვანელი. 1921 წლის თებერვალში, რუსეთთან ომის დაწყების წინ ის სომხეთთან საზღვრის ერთ-ერთ მიმართულებას (ბობკაირის მთა) იცავდა. ომის მიმდინარეობის დროს გაურკვეველი მიზეზით გადაყენებულ იქნა თანამდებობიდან.
 
საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ ქართული წითელი არმიის ბრიგადის სასწავლო ბატალიონის მეთაურად დანიშნა. მონაწილეობდა საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ იატაკქვეშა მოძრაობაში; [[საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი]]ს „სამხედრო ცენტრში“ წარმოადგენდა სოციალ-დემოკრატიულ პარტიას. 1923 წლის მაისში დააპატიმრეს და „სამხედრო ცენტრის“ სხვა წევრების მსგავსად დახვრეტა მიუსაჯეს. განაჩენის გამოცხადების შემდეგ მისი ბოლო საჯარო სიტყვები იყო: „თქვენ კარგად იცით რომ ბანდიტები არა ვართ! მალე დადგება დრო და თეთრი გიორგი მრისხანედ მოგთხოვთ პასუხს. გაუმარჯოს საქართველოს!“ სიკვდილით დასჯის ადგილას (ახლანდელი [[ვაკის პარკი]] თბილისში) მიმავალ გზაზე გაქცევა სცადა, მაგრამ დაჭრეს, შეიპყრეს და დახვრიტეს.