ერნესტ ჰონიგმანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 3:
ძირითადად წერდა [[ფრანგული ენა|ფრანგულ ენაზე]]. იკვლევდა ბიზანტიურ ჰაგიოგრაფიას, აღმოსავლეთის ქრისტიანულ რელიგიისა და ბიზანტიურ-ქართული კულტურული ურთიერთობის საკითხებს. ნარკვევში „პეტრე იბერიელი და ფსევდო-დიონისე არეოპაგელის თხზულებანი“ (1952). ჰონიგანმა [[შალვა ნუცუბიძე|შალვა ნუცუბიძისაგან]] დამოუკიდებლად გამოთქვა მოსაზრება ფსევდოდიონისე არეოპაგელისა და [[პეტრე იბერი]]ს იდენტურობის შესახებ. ნუცუბიძე-ჰონიგმანის ჰიპოთეზამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა ქართულ და ევროპულ მეცნიერებაში.
 
[[1929]] წელს გეიდელბერგში გამოაქვეყნა შრომა „შვიდი კლიმატი“ ({{lang-de|Die sieben Klimata und die Πόλεις Επίσημοι}}), რომელშიც გამოკვლეულია ასტროლოგიური გეოგრაფია. [[1935]] წელს გამოსცა შრმომა „ბიზანტიის სახელმწიფოს აღმოსავლეთი საზღვარი 363-1017 წლებში, ბერძნული, არაბული, სირიულიდა სომხური წყაროების მიხედვით“ ({{lang-de|Die ostgrenze des Byznatinischen reiches von 363 bis 1017, nach griechischen, arabischen, syrischen und armenischen quellen}}). სიკვდილის შემდეგ გამოიცა მისი სამი ნაშრომი ერთ წიგნად<ref>[http://www.jstor.org/pss/2849968 Glanville Downey. Review: Trois mémoires posthumes d’histoire et de géographie de l’orient chrétien by Ernest Honigmann] // Speculum, Vol. 37, No. 2 (Apr., 1962), pp. 281—282. {{ref-en}}</ref>: „კონსტანტინეპოლის 394 წლის კრების დეტალური აღწერა“, „სომხეთის ქალაქ რომანოპოლისის ადგილმდებარეობისათვის“ და „ანალიზი ე.წ. Thronos Alexandrinos — რუკები საეპარქიებისა, რომლებიც შედიოდნენ VII საუკუნეში [[ალექსანდრიის საპატრიარქო]]ში“.
 
==თხზულებანი==