ქუჩუქ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულება: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Treaty of Küçük Kaynarca1.jpg|thumb|250px|მემორიალური დაფა ზავის ხელმოწერის ადგილზე]]
'''ქუჩუქ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულება''' (1774) — [[რუსეთის იმპერია|რუსეთისა]] და [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთს]] შორის [[1774]] წლის 10-[[21 ივლისი|21 ივლისს]], სოფელ ქუჩუქ-კაინარჯში დადებული ხელშეკრულება, რომლითაც დამთავრდა [[რუსეთ-ოსმალეთის ომი (1768-1774)|რუსეთ-ოსმალეთის 1768-1774 წლების ომი]]. ევროპელი დიპლომატების მტრული პოზიციისა და რთული საშინაო ვითარების მიუხედავად, რუსეთმა მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია: გადაეცა ტერიტორია [[დნეპრი|დნეპრსა]] და ბუგს შორის, სიმაგრეები [[შავი ზღვა|შავ ზღვაზე]] — [[კინბურნი]], [[ქერჩი]] და [[იენიკალე]]; რუსეთის სავაჭრო ფლოტს [[შავი ზღვა|შავ ზღვაზე]] თავისუფალი ნაოსნობისა და სრუტეებში გავლის ნება დართო; [[კავკასია]]ში რუსეთის საზღვარი [[მდინარე]] ეისა და [[თერგი]]ს ხაზზე გავიდა; [[ყირიმის სახანო]]ს დამოუკიდებლობა მიენიჭა (გათავისუფლდა ოსმალეთის ბატონობისგან). ქუჩუქ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულებამ ხელი შეუწყო ზღვაზე ვაჭრობის განვითარებისა და რუსეთის სამხედრო სტარატეგიული პოზიციის განმტკიცებას.
 
ქუჩუქ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულების 23-ე მუხლი [[საქართველო]]ს ეხებოდა. ოსმალეთი „საზეიმოდ“ აცხადებდა, რომ იგი ამიერიდან „სამუდამოდ“ იღებდა ხელს [[იმერეთის სამეფო|იმერეთისაგან]] ხარკის მოთხოვნაზე, საქართველოში ქრისტიანული სარწმუნოების შევიწროვებაზე. ხელშეკრულებაში იყო სადავო ადგილებიც — იმერეთის ციხებს ([[ბაღდათი]], [[შორაპანი]], [[ქუთაისი]]), რომელიც რუსეთის ჯარმა გაათავისუფლა, რუსეთი იმის საკუთრებად ცნობდა, „ვისაც იგი ძველთაგან ეკუთვნოდა“, ხოლო ოსმალეთს უკრძალავდა საქართველოში ახალი რაიონების (ის, რაც „ძველთაგან არ ეკუთვნოდა“) მითვისებას; დამარცხებულმა ოსმალეთმა ვერ შეძლო ქუჩუქ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულების სადავო მუხლების თავის სასარგებლოდ გამოყენება. ამიტომ [[სოლომონ I]]-მა საშუალება არ მისცა ოსმალეთს ხელახლა გაბატონებულიყო იმერეთში, ქვეყანა დამშვიდდა და მოსახლეობამაც მნიშვნელოვნად იმატა.