ბაკინგემის სასახლე: განსხვავება გადახედვებს შორის

Duke ("ჰერცოგი") - დუკა, დუქსი, დიდგვარჯვნის წოდება ბრიტანეთში
(→‎რესურსები ინტერნეტში: clean up, removed: {{Link GA|sv}} using AWB)
(Duke ("ჰერცოგი") - დუკა, დუქსი, დიდგვარჯვნის წოდება ბრიტანეთში)
'''ბაკინგემის სასახლე''' ({{lang-en|Buckingham Palace}}) — [[ბრიტანეთის მონარქია|ბრიტანეთის მონარქის]] ოფიციალური რეზიდენცია [[ლონდონი|ლონდონში]]. „ბაკინგემის სასახლე“ ან შემოკლებით „სასახლე“ გახდა [[დიდი ბრიტანეთი|ბრიტანეთის]] სამეფო ოჯახის მიერ პრესისთვის გაკეთებული განცხადებების წყაროს სინონიმი. სასახლე სახელმწიფო ღონისძიებათა და სამეფო დღესასწაულების გამართვის ადგილია. სასახლეში ასევე ჩერდებიან ოფიციალური ვიზიტით მყოფი სხვა სახელმწიფოების მეთაურები. სასახლის წინა მოედანი ხშირად ბრიტანელთა აზრის მასობრივი გამოხატვის მთავარი სცენაა სხვადასხვა ვითარებაში.
 
სასახლეს თავდაპირველად ''ბაკინგემის სახლი'' ერქვა და ის ბაკინგემის ჰერცოგისთვისდუქსებისათვის(Duke - "ჰერცოგი") აშენდა [[1703]] წელს. 1762 წელს მეფე [[ჯორჯ III]]-მ იგი საკუთარი კერძო რეზიდენციისთვის შეისყიდა. მომდევნო 75 წელიწადში სახლი მნიშვნელოვნად გაფართოვდა არქიტექტორების [[ჯონ ნეში]]სა და [[ედვარდ ბლორი]]ს მიერ — ცენტრალურ ეზოს ირგვლივ სამი ფრთა შემოემატა. ბაკინგემის სასახლე მონარქის ოფიციალური სამეფო რეზიდენცია გახდა [[ვიქტორია (გაერთიანებული სამეფო)|დედოფალ ვიქტორიის]] კორონაციისდაგვირცინეის დროს 1837 წელს. ბოლო მნიშვნელოვანი არქიტექტურული დამატებები XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში გაკეთდა — დამატებულ იქნა ვრცელი ფრთა ფასადით აღმოსავლეთის მდელოსკენ, მარმარილოს თაღმა კი [[სპიკერს კორნერი|სპიკერს კორნერთან]] გადმოინაცვლა [[ჰაიდ-პარკი|ჰაიდ-პარკში]]. აღმოსავლეთის მთავარი წინი (ფასადი) შეიმოსა პორტლანდის ქვით 1913 წელს, რამაც ბაკინგემის დღევანდელი „საზოგადოებრივი სახე“ შექმნა, ცნობილი აივნის ჩათვლით.
 
ბაკინგემის სასახლის ბაღები [[ლონდონი|ლონდონში]] უდიდესია კერძო ბაღთაგან; მისი თავდაპირველი დიზაინი ეკუთვნის კეპებილიტი ბრაუნს (ლანსელოტ ბრაუნი), მოგვიანებით იგი უილიამ ტაუნსენდ ვილტონმა და ჯონ ნეშმა გადააკეთეს. ხელოვნური ტბა 1828 წელს დასრულდა, მას წყალი [[ჰაიდ-პარკი]]ს სერპენტინის ტბიდან მოეწოდება.
ანონიმური მომხმარებელი