ჩინეთის ისტორია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 27:
აღმოსავლეთ ჯოუს დინასტიას აშკარად შეეტყო ძალების შესუსტება. თანდათან ჩამოყალიბდა ახალი ფილოსოფიები და იდეები. სამი ყველაზე მნიშვნელოვანი, ისტორიული გადმოსახედიდან, იყო (არის) [[ტაოიზმი]] (ტაოიზმი), [[კონფუციანიზმი]] და [[ლეგალიზმი]].
 
* ტაოიზმი არის აგებული [[დაოტაო]]ს შესწავლაზე, ტაო ნიშნავს გზას, ''[[ჩინური ენა|ჩინ.]]'' 到. ტაოიზმის უძველესი წიგნია „[[ტაო დე ჯინგი]]“ (გზა და სათნოება), რომელიც დაწერა [[ლაო-ძი]]მ. თუმცა დანამდვილებით არ არის ცნობილი ნამდვილად ლაო-ძი ერქვა მას თუ არა, საერთოდ თუ არსებობდა ლაო-ძი და არის თუ არა ეს წიგნი ერთი ავტორის მიერ დაწერილი. დაოისტებს უყვარდათ ამდაგვარი ფიქრები და პარადოქსული მსჯელობები. მაგალითად: „ამბავი კაცზე, რომელსაც ესიზმრებოდა რომ იგი იყო პეპელა, მერე მას გაეღვიძა და იგი ფიქრობდა ვინ იყო ის, ადამიანი თუ პეპელა, რომელსაც ესიზმრებოდა რომ ის იყო ადამიანი“. ეს არის დაოიზმის კლასიკური მაგალითი. ტაოიზმს გარკვეული ზემოქმედება ჰქონდა ძენ (ზენ) [[ბუდიზმი]]ს განვითარებაზე.
 
* [[კონფუცი]], რომელიც ცხოვრობდა დაახლოებით ძვ.წ. V საუკუნეში, თვლიდა რომ მორალიანი კაცები კარგი მმართველები არიან, და რომ სათნოება და ღირსება ერთ-ერთი უმთავრესი თვისებაა ხელმძღვანელის ან ლიდერის. კონფუციანიზმი, საერთოდ ამბობს იმას, რომ ყველა ადამიანი კარგია და რომ ღირსება და კეთილდღეობა მოიპოვება იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი სათანადოდ მოიქცევა. კონფუციმ დიდი ყურადღება გაამახვილა ამ „სათანადოზე“ (ანუ სათანადოდ მოქცევაზე). კონფუციანიზმი ამბობს, რომ იმპერატორი არის სამოთხის შვილი (სამოთხე კი დასავლეთში აღიქმება როგორც ადგილი ცაში, ხოლო აღმოსავლეთში კი ნიშნავს ღვთაებრივ ძალას) და მას აქვს სამოთხის მანდატი რათა მართოს.