ჩინეთის ისტორია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Territories of Dynasties in China.gif|მინი|ჩინეთის ტერიტორიის ცვლილება ისტორიის მანძილზე.]]
{{ჩინეთის ისტორია}}
'''ჩინეთის ისტორია''' უძველესი ხელნაწერების მიხედვით დაახლოებით 3500 წლის წინ დაიწყო. ეს არის ერთ-ერთი უძველესი და უმთავრესი იმ ცივილიზაციათაგან, რომლებიც დღესაც კი არსებობს და განაგრძობს განვითარებას. კუს ბაკანზე ნაპოვნი ხელნაწერები, რომლებიც გვაგონებს ძველ ჩინურ დამწერლობას, თარიღდება [[ძვ. წ. 1500]] წლით. ამ ჩანაწერების მიხედვით ჩინური ცივილიზაცია დაიწყო დაახლოებით 5000 წლის წინ ქალაქ-სახელმწიფოების ჩამოყალიბებით. მიღებულია, რომ ჩინეთი ერთი დიდი სამეფოს, იმპერიის ქვეშ დაახლოებით 2000 წლის წინ გაერთიანდა. წარმატებულმა დინასტიებმა ჩამოაყალიბეს ბიუროკრატიული კონტროლის სისტემა, რომელიც საშუალებას აძლევდა იმპერატორს ემართა გეოგრაფიულად საკმაოდ დიდი ტერიტორია. ის, რასაც დღეს ჩინეთის ცივილიზაციას უწოდებენ დაიწყო იმპერატორი [[ცინ შიხუანდი]]-ს მიერ, დამწერლობის სისტემისა იძულებითი დადგენის ([[ძვ. წ. 200]] წელს) და [[კონფუციანიზმი|კონფუციანიზმზე]] დამყარებული სახელმწიფო იდეოლოგიის ([[ძვ. წ. 100]] წელს) ჩამოყალიბების შემდეგ.
 
== სიას დინასტია ==
[[ფაილი:Xia.jpg|მინი|სია]]
[[ფაილი:KangnidoMap.jpg|მინი|მარცხნივ|ჩინეთის ისტორიული რუკა, 1402]]
პირველი დინასტია, რომლის შესახებაც ძალიან ცოტა ინფორმაცია მოიპოვება იყო [[სიას დინასტია]] (''[[ჩინური ენა|ჩინ.]]'' 夏朝). ამ დინასტიის დაახლოებითი არსებობა თარიღდება დაახლოებით [[ძვ. წ. 2200]]-[[ძვ. წ. 1750]] წლებით. დღევანდელ დღემდე, უმეტესობა ისტორიკოსებისა თვლიდნენ, რომ ამ დინასტიის არსებობა, საერთოდ მითია, მაგრამ არქეოლოგიურმა გამოკვლევებმა ესეც ეჭვქვეშ დააყენა. ამ დინასტიის არსებობა-არარსებობის დამტკიცებას კიდევ ბევრი არქეოლოგიური აღმოჩენა და გათხრა ესაჭიროება.
 
== შანის დინასტია ==