შკივი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{მუშავდება|1=[[სპეციალური:Contributions/ენარჯილისი|ენარჯილისი]]|2=2015 წლის 19 ივნისი}}
 
[[ფაილი:Pulio.png|thumb|250 px|right]]
 
'''შკივი''' ({{lang-nl|schijf}}) — [[ბორბალი]], [[ღვედური]], [[საბაგირო]], [[ფრიქციული]] გადაცემების დეტალი. შკივი წარმოადგენს ფართოფერსოიან თვალს, რომელსაც ირგვლივ შემოწვდება უსასრულო [[ღვედი]] ან [[ბაგირი]]. [[ბრუნვითი მომენტი]]ს გადასაცემად შკივი [[ლილვი|ლილვთან]] შეერთებულია სოგმანით, [[შლიცი|შლიცებით]] და სხვა. უქმად მბრუნავი შკივი თავისუფლადაა ჩამოცმული ლილვზე. იგი მრავალგვარია.
 
მცირე დიამეტრის შკივი მონოლითურია (ნახ. 1). საშუალო და დიდი დიამეტრის შკივებს აქვს ერთმანეთთან დისკოთი ან მანით დაკავშირებული [[მორგვი]] და [[ფერსო]] (ნახ. 2). არსებობს ნაწილებისგან შედგენილი შკივიც. ბრტყელი ღვედის დაცენტრებისათვის შკივს აქვს ოდნავ ჩაზნექილი ზედაპირი. ღვედის გადმოვარდნისგან დასაცავად ცილინდრულ შკივს ზოგჯერ აქვს [[რებორდი]], ხოლო სოლური ან მრგვალი ღვედისათვის — სათანადო პროფილის ზედაპირი (ნახ. 3). კბილა ღვედური გადაცემის შკივს აქვს ღერძული მიმართულებით განლაგებული [[კბილი|კბილები]] და რებორდები. საფეხუროვან შკივზე ღვედი ერთი საფეხურიდან მეორეზე გადაჰყავთ, რის შედეგადაც ღებულობენ სხვადასხვა [[გადაცემის ფარდობა]]ს. შკივი შეიძლება დამზადდეს სხვადასხვა მასალისაგან: თუჯისგან, ფოლადისგან, მსუბუქი შენადნობებისგან, პლასტმასისგან, ზოგჯერ კი — მერქნისგანაც.
 
 
 
==ლიტერატურა==
 
{{ქსე|11|11|კ. ნუცუბიძე}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/შკივი“-დან