პეტრას ციხე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 54:
 
პეტრა-ქაჯეთმა დიდი ხანია მიიპყრო მკვლევართა ყურადღება. XIX საუკუნის 30-იანი წლებიდან მოყოლებული (ამ დროს მას შეეხო შვეიცარიელი არქეოლოგი ფრედერიკ დიუბუა დე მონპერე) დღემდე ამ ციხე-ქალაქის თავგადასავალი ისტორიკოსთა განხილვის საგანია. აქ რამდენიმე სადაზვერვო გათხრა ჩატარდა პირველი 1934 წელს ს. ჯანაშიას მიერ, ხოლო მეორე 1953 წელს ნ. ხოშტარიას ხელმძღვანელობით. [[1908]] წელს აქ აღმოჩინეს მდიდარი სამარხი (ნაპოვნია ოქროს ჩარჩოში ჩასმული დიდი ბროლი, რომელიც ერმიტაჟში ინახება.). ნ. ხოშტარიას აზრით გათხრებისას აღმოჩენილი განძის კვლევამ დაადგინა რომ პეტრას ციხე ახალი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეებში ერისთავის სარეზიდენციო პუნქტი ყოფილა.
 
===პეტრას კათედრალი===
'''პეტრას კათედრალი''' — პეტრას ციხეში არსებული კვადრატული ნაგებობა, მდებარეობს შიდაციხის ჩრდილო-აღმოსავლეთ კედლის სიახლოვეს (3-4 მეტრის მოშორებით). მოღწეული კედლების სიმაღლეა 2,5 მ. ამ ნაგებობაში პეტრელი მვდელთმთავრის საკათედრო ტაძარი უნდა ყოფილიყო. საეპისკოპოსო კათედრა VI საუკუნეში დაარსდა და კარგა ხანს არსებობდა (ერთიანდებოდა ფაზისის მიტროპოლიაში).
 
პეტრელ მღვდელთმთავრებიდან ცნობილია [[იოანე პეტრელი]] ეპისკოპოსი, რომელიც 692 წლის საეკლესიო კრებას დასწრებია.
 
პეტრელი ეპისკოპოსის იურისდიქცია საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე ვრცელდებოდა. ქვემო გურიის, აჭარისა და რიზეს მხარეც ერთ დროს მისი სამწყსო ყოფილა. მოგვიანებით, ერთიანი ფეოდალური მონარქიის პოლიტიკური დაშლის ხანაში, როცა საეკლესიო პარტიკულარიზმაც მტკიცედ მოიკიდა ფეხი შეიცვალა საეკლესიო ცენტრების ისტორიული გეოგრაფია და საეპისკოპოსო კათედრამ პეტრა-ქჯეთიდან ხინოწმინდაში გადაინაცვლა.
 
==ისტორია==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პეტრას_ციხე“-დან