თოიდებერტ I: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 13:
 
როგორც ჩანს, თოიდებერტს სიამოვნებდა ევროპულ სცენაზე მისი ძალაუფლების ზრდა. მისი წერილები აჩვენებს, რომ მას პრეტენზიები ჰქონდა ავსტრაზიის მოსაზღვრე მრავალ ტერიტორიაზე, მათ შორის ბიზანტიურ მიწებზეც.<ref>''Epistolae Austrasicae XX''</ref> [[რომის იმპერიის დაცემა|რომის იმპერიის დაცემის]] შემდეგ ფრანკი მეფეები ყოველთვის იჩენდნენ გარკვეულ პატივისცემას ბიზანტიის იმპერატორის მიმართ, თუმცა თოიდებერტმა უარყო საკუთარი, უმცროსი ლიდერის სტატუსი, მაგალითად მან დაარღვია საიმპერიო ჩვეულება საკუთარი ოქროს მონეტების მოჭრით, რომლებზეც მისი გამოსახულება იყო დატანილი. მანამდე ფრანკი მეფეები პატივს სცემდნენ იმპერიულ შეთანხმებას და მიმოქცევაში იყო იმპერატორის გამოსახულებიანი ოქროს მონეტები. ყოველივე ამის გამო, გასაკვირი არაა, რომ ბიზანტიელ ისტორიკოს [[აგათია სქოლასტიკოსი|აგათია სქოლასტიკოსს]] კონსტანტინოპოლში ჩაეწერა ჭორი, რომლის თანახმადაც, ბიზანტიელები ეჭვობდნენ, რომ თოიდებერტი [[თრაკია]]ში შეჭრას გეგმავდა.
 
იმ პერიოდის სხვა ფრანკი მმართველების მსგავსად, თოიდებერტსაც რამდენიმე ცოლი ჰყავდა როგორც და სადაც მას სურდა. როგორც მამამისის მემკვიდრე, იგი დანიშნული იყო ვიზიგარდაზე, [[ლანგობარდები]]ს მეფის, ვახოს ქალიშვილზე. ამ სახის პოლიტიკური აქტი მეროვინგი მეფეებისათვის იშვიათი იყო. თოიდებერტმა იგი გალო-რომაელი დეოტერიას გამო მიატოვა, რომელსაც სამხრეთ გალიაში კამპანიისას შეხვდა. ვიზიგარდასადმი მისმა მოპყრობამ მისი მომხრეების უკმაყოფილება გამოიწვია, სავარაუდოდ, პოლიტიკური მოსაზრებით და მათ აიძულეს თოიდებერტი მას დაბრუნებოდა, თუმცა ვიზიგარდა მალევე გარდაიცვალა და მეფე ხელახლა დაქორწინდა.
 
სამხედრო ნიჭთან ერთად, თოიდებერტი თანამედროვეებში ფართოდ იყო ცნობილი გალური ეკლესიისადმი პატრონაჟითაც. [[გრიგოლ ტურელი]] ქებას არ იშურებს მისი ყურადღებისათვის; თოიდებერტის ღვთისმოსაობას აღნიშნავს ფორტუნატუსიც.
 
თოიდებერტი გარდაიცვალა მმართველობის მეთოთხმეტე წელს (547 წლის ბოლოს ან 548 წლის დასაწყისში) და ტახტზე ავიდა [[თოიდებალდი]], მისი ვაჟი დოიტერიასაგან. სხვა მეროვინგი მეფეების მმართველობის გამოცდილებისაგან განსხვავებით, თოიდებერტის ძალაუფლების გადაცემა მშვიდობიანი იყო.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თოიდებერტ_I“-დან