თოიდებერტ I: განსხვავება გადახედვებს შორის

 
ფრანკ მეფეებს შორის ურთიერთობის დასტაბილურების შემდეგ, თოიდებერტი ჩათრეული აღმოჩნდა [[გოთური ომები (535-554)|გოთურ ომებში]], რომელიც მას შემდეგ დაიწყო, რაც [[ბიზანტიის იმპერია|ბიზანტიის]] [[ბიზანტიის იმპერატორების სია|იმპერატორმა]] [[იუსტინიანე I (ბიზანტია)|იუსტინიანე I-მა]] იტალიაში [[ოსტგუთები]]ს დამორჩილება სცადა. იუსტინიანე თოიდებერტს იდეალურ მოკავშირედ განიხილავდა, რადგანაც ავსტრაზიის მიწები ჩრდილოეთ იტალიაში ოსტგუთებს ესაზღვრებოდა. იმპერატორმა კარგად გადაუხადა თოიდებერტს მისი დახმარებისათვის, თუმცა მეფემ დაამტკიცა, რომ იგი არ იყო სანდო მოკავშირე. ფრანკთა არმიამ იტალიური კონფლიქტი ჩრდილოეთ იტალიის გასაძარცვად და მასზე საკუთარი პრეტენზიების წამოსაყენებლად ხელსაყრელ შანსად მიიჩნია, რის შემდეგაც ბიზანტიელებს ოსტგუთების გარდა ფრანკების წინააღმდეგაც მოუწიათ ბრძოლა.
 
როგორც ჩანს, თოიდებერტს სიამოვნებდა ევროპულ სცენაზე მისი ძალაუფლების ზრდა. მისი წერილები აჩვენებს, რომ მას პრეტენზიები ჰქონდა ავსტრაზიის მოსაზღვრე მრავალ ტერიტორიაზე, მათ შორის ბიზანტიურ მიწებზეც.<ref>''Epistolae Austrasicae XX''</ref> [[რომის იმპერიის დაცემა|რომის იმპერიის დაცემის]] შემდეგ ფრანკი მეფეები ყოველთვის იჩენდნენ გარკვეულ პატივისცემას ბიზანტიის იმპერატორის მიმართ, თუმცა თოიდებერტმა უარყო საკუთარი, უმცროსი ლიდერის სტატუსი, მაგალითად მან დაარღვია საიმპერიო ჩვეულება საკუთარი ოქროს მონეტების მოჭრით, რომლებზეც მისი გამოსახულება იყო დატანილი. მანამდე ფრანკი მეფეები პატივს სცემდნენ იმპერიულ შეთანხმებას და მიმოქცევაში იყო იმპერატორის გამოსახულებიანი ოქროს მონეტები. ყოველივე ამის გამო, გასაკვირი არაა, რომ ბიზანტიელ ისტორიკოს [[აგათია სქოლასტიკოსი|აგათია სქოლასტიკოსს]] კონსტანტინოპოლში ჩაეწერა ჭორი, რომლის თანახმადაც, ბიზანტიელები ეჭვობდნენ, რომ თოიდებერტი [[თრაკია]]ში შეჭრას გეგმავდა.
 
თოიდებერტი გარდაიცვალა მმართველობის მეთოთხმეტე წელს (547 წლის ბოლოს ან 548 წლის დასაწყისში) და ტახტზე ავიდა [[თოიდებალდი]], მისი ვაჟი დოიტერიასაგან. სხვა მეროვინგი მეფეების მმართველობის გამოცდილებისაგან განსხვავებით, თოიდებერტის ძალაუფლების გადაცემა მშვიდობიანი იყო.