თოიდებერტ I: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
{{წაშლის კანდიდატი|}}
{{მოიცადეთ}}
[[ფაილი:Theodebert I 534 548 king of Metz.jpg|მინიატიურა|მარჯვნივ|თოიდებერტ I-ის მონეტა]]
'''თოიდებერტ I''' ''ან'' თეუდებერტ I (''[[გერმ.]]:'' Theudebert I.; ''[[ფრანგ.]]:'' Théodebert Ier ან Thibert Ier) ([[504]] - [[548]]) [[534]] წლიდან [[რეიმსი]]ს მეფე. [[თოიდერიხ I]]-ის და ესთერის ვაჟი.
'''თოიდებერტ I''' ან '''თეუდებერტ I''' ({{lang-de|''Theudebert I.''}}; ({{lang-fr|''Thibert I<sup>er</sup>'' ან ''Théodebert I<sup>er</sup>''}}; დ. [[500]] — გ. [[548]]) — [[ავსტრაზია|ავსტრაზიის]] [[მეროვინგები|მეროვინგი]] მეფე 533 წლიდან 548 წელს მის გარდაცვალებამდე. [[თოიდერიხ I]]-ის ვაჟი და [[თოიდებალდი]]ს მამა.
 
== წყაროები ==
მის შესახებ ჩვენთვის ცნობილი ინფორმაციის ძირითადი ნაწილის წყაროა VI საუკუნის მეორე ნახევარში [[გრიგოლ ტურელი]]ს მიერ დაწერილი ''ფრანკთა ისტორიები'' ან ''ისტორია''. ამას გარდა, მოიპოვება ავსტრაზიულ სასამართლოსთან დიპლომატიური მიმოწერა (ცნობილი, როგორც ავსტრაზიული წერილები), ვენანციუს ფორტუნატუსის პოემები, ანგარიშები [[პროკოპი კესარიელი]]ს ნაშრომებიდან<ref>[http://www.webcitation.org/query?url=http://www.geocities.com/vortigernstudies/fabio/app4.htm&date=2009-10-26+00:03:02 'Procopius and Britain'] from the Vortigern Studies website</ref> და მცირე რაოდენობით სხვა წყაროები.
 
== ბიოგრაფია ==
მამამისის მმართველობის პერიოდში ახალგაზრდა თოიდებერტი წარმოჩინდა, როგორც კარგი მეომარი. დაახლოებით 516 წელს მან დაამარცხა დანიელთა არმია მეფე [[ჰიგელაკი|კლოკილაიკის]] (''[[ბეოვულფი]]ს'' ჰიგელაკი) მეთაურობით მათ მიერ ჩრდილოეთ გალიის დარბევის შემდეგ. მისი რეპუტაცია კიდევ უფრო განმტკიცდა მის მიერ სეპტიმანიაში [[ვესტგუთები]]ს წინააღმდეგ წარმოებული სამხედრო კამპანიების შედეგად.<ref name=Julius>[https://books.google.com/books?id=bB46AQAAIAAJ&pg=PA75&dq=Theudebert+I&hl=en&sa=X&ei=LkqXVOTiC8auggTyp4HoAg&ved=0CDMQ6AEwBA#v=onepage&q=Theudebert%20I&f=false von Pflugk-Harttung, Julius Albert G. and Wright, John Henry. ''The Early Middle Ages'', Vol. 7, Lea brothers, 1905]</ref>
 
მამის სიკვდილის შემდეგ, თოიდებერტს სამეფო ტახტის მისაღებად ბიძებთან, [[ხილდებერტ I|ხილდებერტსა]] და [[ხლოტარ I|ხლოტართან]] მოუხდა ბრძოლა. საბოლოოდ, მისმა სამხედრო ძალებმა დაარწმუნეს ხილდებერტი უარი ეთქვა დავაზე და მიეღო თოიდებერტი როგორც მისი მემკვიდრე.<ref name=Julius/> მათ ერთად წამოიწყეს კამპანია ხლოტარის წინააღმდეგ, თუმცა მათი ჯარების ქარიშხლში მოხვედრის შემდეგ მშვიდობა ითხოვეს.
 
ფრანკ მეფეებს შორის ურთიერთობის დასტაბილურების შემდეგ, თოიდებერტი ჩათრეული აღმოჩნდა [[გოთური ომები (535-554)|გოთურ ომებში]], რომელიც მას შემდეგ დაიწყო, რაც [[ბიზანტიის იმპერია|ბიზანტიის]] [[ბიზანტიის იმპერატორების სია|იმპერატორმა]] [[იუსტინიანე I (ბიზანტია)|იუსტინიანე I-მა]] იტალიაში [[ოსტგუთები]]ს დამორჩილება სცადა. იუსტინიანე თოიდებერტს იდეალურ მოკავშირედ განიხილავდა, რადგანაც ავსტრაზიის მიწები ჩრდილოეთ იტალიაში ოსტგუთებს ესაზღვრებოდა. იმპერატორმა კარგად გადაუხადა თოიდებერტს მისი დახმარებისათვის, თუმცა მეფემ დაამტკიცა, რომ იგი არ იყო სანდო მოკავშირე. ფრანკთა არმიამ იტალიური კონფლიქტი ჩრდილოეთ იტალიის გასაძარცვად და მასზე საკუთარი პრეტენზიების წამოსაყენებლად ხელსაყრელ შანსად მიიჩნია, რის შემდეგაც ბიზანტიელებს ოსტგუთების გარდა ფრანკების წინააღმდეგაც მოუწიათ ბრძოლა.
 
თოიდებერტი გარდაიცვალა მმართველობის მეთოთხმეტე წელს (547 წლის ბოლოს ან 548 წლის დასაწყისში) და ტახტზე ავიდა [[თოიდებალდი]], მისი ვაჟი დოიტერიასაგან. სხვა მეროვინგი მეფეების მმართველობის გამოცდილებისაგან განსხვავებით, თოიდებერტის ძალაუფლების გადაცემა მშვიდობიანი იყო.
 
==სქოლიო==
{{commons category|Theodebert I}}
{{სქოლიო}}
{{s-start}}
{{s-hou|[[მეროვინგები|მეროვინგების დინასტია]]||500||548}}
{{s-bef|წინამორბედი=[[თოიდერიხ I]]}}
{{s-ttl|ტიტული=[[ფრანკთა მეფეების სია|რეიმსის მეფე]]|წლები=533/534–548}}
{{s-aft|შემდეგი=[[თოიდებალდი]]}}
{{end}}
{{მეროვინგები}}
{{ესკიზი-საფრანგეთი}}