გიგო შარაშიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 28:
 
==ბიოგრაფია==
დაიბადა ღარიბი აზნაურის ოჯახში. წერა-კითხვა ბებიამ ასწავლა. მეზობელმა, [[იაკობ მარი|იაკობ მარმა]] ახალგაზრდა გიგო თავისთან წაიყვანა [[ქუთაისი|ქუთაისში]] და სამეურნეო სკოლაშიი ასწავლიდა. მოგვიანებით კი [[ვარციხე]]ში, ანანოვების მამულში მოაწყო, სადაც უმძიმეს პირობებში უხდებოდა მუშაობა. 17-18 წლისამ პროფესიად პედაგოგობა აირჩია. მან მასწავლებლობა დაიწყო [[ძიმითი]]ს ახლადგახსნილ სკოლაში 1869 წელს. 1874ექვსი წელსწლის განმავლობაში დიდი ავტორიტეტი და პატივისცემა მოიპოვა. როცა ეპისკოპოსმა [[გაბრიელი (ქიქოძე)|გაბრიელ ქიქოძე]]მ მშობლიურ სოფელ [[ბახვი|ბახვში]] სკოლის დაარსება გადაწყვიტა და მასწავლების ძებნას შეუდგა, ქუთაისის სახალხოსკოლების დირექტორმა ტროიემ მას გიგო შარაშიძის კანდიდატურა შესთავაზა. 1874 წელს ბახვში გაიხსნა დაწყებითი სკოლა და გიგო შარაშიძე გადაიყვანეს ბახვის სკოლის გამგედ. ძიმითისა და ბახვის სკოლები მოწინავენი იყვნენ იმ პერიოდში [[ქუთაისის გუბერნია|ქუთაისის გუბერნიის]] სკოლებს შორის. მათი დაწინაურების ერთ-ერთი მიზეზი იყო შარაშიძის პედაგოგიური საქმიანობა. ის ეწინააღმდეგებოდა გავრცელებულ სქოლასტიკურ წესებს, იყენებდა თვალსაჩინოებებს, აწყობდა ექსკურსიებს, ეწინააღმდეგებოდა ფიზიკურ სასჯელებს, მოსწავლეებს ასწავლიდა მებოსტნეობას, მებაღეობას, მეფუტკრეობას, გაკვეთილებზე ხშირად მოიხმობდა ხალხურ გადმოცემებს, ზღაპრებს, ანდაზებს. ამავესკოლის სკოლაშიეზოში ასწავლიდაგააშენა გიგობაღი შარაშიძისდა მეუღლებოსტანი. ნინო.
 
სკოლის წარმატებაში არანაკლები იყო როლი შარაშიძის მეუღლისა, ნინოსი, რომელიც ამავე სკოლაში ასწავლიდა. ნინო გაბრიელ ეპისკოპოსის ძმის, მღვდელ ათანაე ქიქოძის ქალიშვილი იყო. ის 11 წლიდან ქუთაისში იღებდა განათლებას, სადაც მისი ძმა, ადვოკატი მიხეილ ქიქოძე მფარველობდა. გიგო შარაშიძე ნინო ქიქოძის მეორე ქმარი იყო. პირველად ქიქოძე გერასიმე კალანდარიშვილს 15 წლის ასაკში გაყვა ცოოლად, მაგრამ გერასიმე მალე გარდაიცვალა.
 
გარდა პედაგოგიური საქმიანობისა, შარაშიძე ეწეოდა საზოგადოებრივ საქმიანობასაც. 1875 წელს მისი თაოსნობით ბახვში დაარსდა შემნახველ-გამსესხებელი საზოგადოება, გაყვანილ იქნა სარწყავი არხი მდინარე [[ნატანები]]დან, დაარსდა სასოფლო ბიბლიოთეკა.
 
1905 წელს შარაშიძეების ოჯახი გადავიდაიძულებული გახადეს ჯერ [[ახალციხე]]ში, შემდეგ კი [[ჭიათურა]]ში სასწავლებლადგადასულიყვნენ სამუშაოდ. გიგო შარაშიძე ერთი პერიოდი დაჭერილიც იყო. 1911 წელს გიგო და ნინო შარაშიძეებმა თავი დაანებეს პედაგოგიურ საქმიანობას. 1925 წლის 12 დეკემბერს მათ გადაუხადეს დიდი იუბილე [[ოზურგეთი|ოზურგეთში]]. 1930 წელსწლის 19 ივლისს გიგო შარაშიძე აირჩიეს ქართული საენათმეცნიერო საზოგადოების წევრ-კორესპონდენტად. გარდაიცვალა 1932 წელს. დაკრძალულია ბახვის ძველი სკოლის (შემდგომში საავადმყოფოს) ეზოში, მისივე თაოსნობით გაშენებული [[ნაძვი|ნაძვების]] კორომში.
 
გიგო შარაშიძეს ეკუთვნის ნაშრომები: „გურული ლექსიკონი“. „ცოტა რამ გურიის სკოლების წარსულიდან“ (1915), „გურული ლექსიკონი“ (1938), „როგორ გადარჩნენ გაცოფებას დათია და სტეფანე ბაღიშვილები“, „ექვსი საუკეთესო გურული ყურძნის ჯიშის ამპეოლოგია“ ასევე საბავშვო მოთხრობები: „ფუტკრის ბაასი“ და „ფუტკრის ცხოვრება“. შარაშიძის მიერ გურიის ვაზის ჯიშების შესახებ გამოქვეყნებული მასალით ისარგებლა [[ივანე ჯავახიშვილი|ივანე ჯავახიშვილმა]] „საქართველოს ეკონომიკურ ისტორიაზე“ მუშაობისას.
 
მისი შვილი [[ქრისტინე შარაშიძე|ქრისტინე]] იყო [[საქართველოს დამფუძნებელი კრება|საქართველოს დამფუძნებელი კრების]] წევრი, მეორე შვილი, მწერალი და იუმორისტი [[შალვა შარაშიძე]] კი ადრე გარდაიცვალა. მისი ერთ-ერთი აღზრდილთაგანია [[გერონტი ქიქოძე]].
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გიგო_შარაშიძე“-დან