ჩოხატაური: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 41:
'''ჩოხატაური''' — [[დაბა]] [[გურიის მხარე]]ში, [[ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი|ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის]] ადმინისტრაციული ცენტრი.
 
მდებარეობს [[გურიის ქედი|გურიის ქედის]] სამხრეთ კალთის ძირას, მდინარე [[სუფსა (მდინარე)|სუფსის]] მარჯვნივ, ზღვის დონიდან 150 მ. რკინიგზის სადგურ [[საჯავახო (სამტრედიის მუნიციპალიტეტი)|საჯავახო]]დან 20 კმ-ის მანძილზე. დაბაში გადის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზა [[საჯავახო (სამტრედიის მუნიციპალიტეტი)|საჯავახო]]-[[ქობულეთი]].
 
სახელწოდება „ჩოხატაურის“ ადრინდელი ფორმაა „ჩახატაური“, რომელიც ნაწარმოებია საგვარეულო სახელიდან — ჩახატარაშვილი, ჩხატარაშვილი. დაბის სტატუსი მიენიჭა [[1947]] წელს. მოსახლეობა 2.2 ათასი (2006). დაბაში არის ადმინისტრაციული, და ჯანდაცვის დაწესებულებები, ერთი საჯარო [[სკოლა]], მცირე საწარმოები, საფეხბურთო კლუბი „[[ბახმარო (საფეხბურთო კლუბი)|ბახმარო]]“, რომელიც საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში ასპარეზობს. დაბაში არის ორი აკადემიკოს [[ნიკოლოზ ბერძენიშვილი]]ს სახელობის [[ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი|მხარეთმცოდნეობის მუზეუმი]]. ეს უკანასკნელი [[1958]] წელს გაიხსნა და პირველი ექსპოზიცია [[1961]] წელს მოეწყო.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჩოხატაური“-დან