სექსუალური ქცევა: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ვიკიფიცირება
(განსხვავება არ არის)

16:11, 2 ივლისი 2015-ის ვერსია

სექსუალური ქცევა - ინდივიდის ქცევა, რომელიც საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ მისი გარკვეული სქესისადმი მიკუთვნებულობა. ძირითადად ეს არის ნიშანდობლივი ქცევები, დამყარებული განსხვავებებზე გარეგნობაში, ტანსაცმელში, ქცევის მანერაში, ჟესტების სისტემაში, მეტყველების მანერაში. სექსუალური ქცევა არ წარმოადგენს ერთხელ და სამუდამოდ დასწავლილ ქცევის მოდელს. ის არის გარკვეული როლების ნაკრები, რომელიც გამუდმებით იცვლება. საზოგადოების მხრიდან სექსუალური ქცევისადმი წაყენებულ მოთხოვნებს აქვს სქესობრივი და ასაკობრივი დიფერენციაცია. ბევრი რამ, რაც დასაშვებია მამაკაცებისთვის, აკრძალულია ქალებისთვის, და პირიქით. ასეთ ორმაგ ნორმებს “ორმაგი სტანდარტი” ეწოდება. “ორმაგი სტანდარტის” მოთხოვნები იგრძნობა ადრეული ასაკიდან როგორც საერო, ისე რელიგიურ ცხოვრებაში. სექსუალურ ქცევაზე გავლენას ახდენს ასაკობრივი ნორმებიც. ის, რაც მისაღებია ბიჭისთვის, სრულიად მიუღებელია ზრდასრული მამაკაცისთვის და ა.შ. სხვადასხვა სქესობრივ როლს სექსუალური ქცევის მიმართ სხვადასხვა მოთხოვნა აქვს. მაგალითად, მშობლის როლი მოითხოვს სრულიად განსხვავებულ თვისებებს, ვიდრე სექსუალური ან პროფესიული როლები. სქესობრივი ქცევა ყველაზე მკაფიოდ ვლინდება ოჯახურ და სექსუალურ როლებში, გაცილებით ნაკლებად ეხება პროფესიულ როლს, თუმცა სულ ცოტა ხნის წინ პროფესიული არჩევანი დიდწილად განპირობებული იყო ადამიანის სქესით. სქესობრივი ქცევის მიმართ სხვადასხვა სქესობრივი როლების მოთხოვნების შეუფასებლობას მივყავართ გაუმართლებელი სიტუაციების წარმოშობისაკენ, როდესაც, მაგალითად, ჩაცმის მანერის მიხედვით მსჯელობენ სექსუალურ ორიენტაციაზე, ან პროფესიული თვისებებიდან გამომდინარე აკეთებენ დასკვნებს ოჯახური ცხოვრების შესახებ.

ლიტერატურა


შესავალი ლგბტ ჟურნალისტიკაში/[ავტ. შორენა გაბუნია; რედ. ირაკლი ვაჭარაძე; არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობა“]. - თბ., 2013. - 319 გვ.; 20 სმ.. - დანართები: გვ. 145-316. - განმარტ. ლექსიკონი: გვ. 3-34