მაჰმუდი (სულეიმან I-ის ვაჟი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''შეჰზადე მაჰმუდი''' ({{lang-tr|Şehzade MahmutMahmud}}; დ. [[1512]] — გ. [[1521]]) — [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთის იმპერიის]] უფლისწული, [[სულეიმან I]]-ის პირველი შვილი და ვაჟი მისი პირველი ფავორიტი ხარჭისგან [[ფულანე ხათუნი]]სგან, როდესაც ის [[მანისა]]ში მსახურობდა.
 
მაჰმუდი დაიბადა [[1512]] წელს [[მანისა]]ში, ის წესით მამის პირველი მემკვიდრე უნდა ყოფილიყო და ასეც იყო სამი წლის განმავლობაში, მაგრამ მას შემდეგ, რაც [[მაჰიდევრან სულთანი]] სულეიმანის ჰარემში მოხვდა, სულეიმანის ფავორიტი ხარჭა აღარ იყო ფულანე და მეტიც, სულეიმანმა თავისი ტახტის მემკვიდრედ გამოაცხადა [[მუსტაფა (შეჰზადე)|შეჰზადე მუსტაფა]], რომელიც მას [[1515]] წელს სწორედ მაჰიდევრანისგან ეყოლა. ფულანე ხათუნს ეს ძალიან არ მოეწონა და მაჰიდევრანთან დაპირისპირება დაიწყო. მან ხელახლა მოახერხა მოეგო შეჰზადე სულეიმანის გული და [[1516]] წელს მას გაუჩინა ქალიშვილი, ფატმა. მაგრამ სულეიმანი თავის მემკვიდრედ მაინც მუსტაფას ასახელებდა და მას მეტ დროს უთმობდა ვიდრე მაჰმუდს.