თემურლენგის მეექვსე ლაშქრობა საქართველოში: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებლის 95.137.140.149 ცვლილებების გაუქმება (№2818096)
No edit summary
ხაზი 3:
== წინაპირობა==
 
[[1399]]-[[1400]] წლის ზამთარი თემურლენგმა ყარაბაღში გაატარა. საკვების მომარაგებისა და ლაშქრის შევსების შემდეგ თემურლენგი 1400 წლის გაზაფხულზე საქართველოსკენ გამოემართა და საზღვართან დაბანაკდა. [[გიორგი VII (საქართველოს მეფე)|გიორგი მეფეს]] ([[1393]]-[[1407]]) ელჩი გამოუგზავნა და მორჩილება და ბატონიშვილ [[თაჰერი]]ს გაცემა მოსთხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს აოხრებით იმუქრებოდა{{ციტატა|მე ვარ მეფე შენი და მოვედ ჩემდა და შემომრიგდი და მოგცემ საბოძვარსა მრავალსა და დიდად პატივ გცემ; უკეთუ არა მორჩილ მექმნები, უბრძანებ ლაშქართა ჩემთა და მოვაოჴრებ სრულიად ქუეყანასა შენსა.}} სპარსული წყაროების მიხედვით გიორგი მეფემ მოციქულს "უხეში პასუხი" გასცა. [[ქართლის ცხოვრება|ქართლის ცხოვრების]] გაგრძელების მიხედვით გიორგის ელჩისათვის განუცხადებია: {{ციტატა|მე მეფისა შენისა უმცირესი არაარავარ ვარ...და არცა გძალუძს მოოჴრება ქუეყანისა ჩემისა და, ვინათგან უთქუამს, უკეთუ არარა აღასრულოს საქმე ეგე, იყოსმცა დიაცი და არა კაცი.}} გიორგი მეფის ამ ზედმეტად "გაბედულმა" პასუხმა, ცხადია, უაღრესად პატივმოყვარე თემურლენგი დიდად განარისხა. ის მთელი თავისი უზარმაზარი ლაშქრით საქართველოში შემოიჭრა. მისი მიზანი საქართველოს მთლიანი განადგურება იყო. გიორგი მეფესაც დიდი სამზადისი ჩაუტარებია. მობილიზებული იყო ''"ყოველი საქართველო"'', დამხმარე ჯარი გადმოიყვანეს ჩრდილოეთ კავკასიიდანაც.
 
==მიმდინარეობა ==