დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎სქოლიო: clean up, removed: {{Link GA|lt}}, {{Link GA|zh}} using AWB
ხაზი 15:
== პორტუგალიელთა გეოგრაფიული აღმოჩენები ==
[[ფაილი:Vasco da Gama.png|thumb|right|ვასკო და გამა]]
ახალი სანაპიროების კვლევისა და ათვისების საქმის სულისჩამდგმელი იყო პორტუგალიის უფლისწული ენრიკ[[ენრიკე ზღვაოსანი]]. მან სამხრეთ პორტუგალიის ერთ-ერთ კონცხზე დააარსა სანაოსნო სკოლა, სადაც თავს იყრიდნენ ასტრონომები, რუკების შემდგენლები, შორეული ზღვაოსნობის მოტრფიალენი. ისინი ერთმანეთს უზიარებდნენ თავიანთ ცოდნას და მართავდნენ ექსპედიციებს [[აფრიკა|აფრიკის]] დასავლეთ სანაპიროს გამოსაკვლევად. ერთ-ერთი ასეთი ექსპედიცია [[1460]] წელს აფრიკიდან დაბრუნდა ოქროთი, სპილოს ძვლითა და შავი მონებით დატვირთული გემებით. [[1460]] წელს, ენრიკის გარდაცვალების დროისათვის, [[პორტუგალიელები|პორტუგალიელებს]] კონტროლი ჰქონდათ დამყარებული [[აფრიკა|აფრიკის]] დასავლეთ სანაპიროს მნიშვნელოვან ნაწილზე.
[[ფაილი:Gama route 1.svg|thumb|right|ვასკო და გამას მოგზაურობის მარშრუტი (1497 -1499)]]
[[1488]] წელს პორტუგალიელთა ექსპედიცია [[ბართლომე დიასი]]ს მეთაურობით აფრიკის შემოვლით [[ინდოეთის ოკეანე]]ში გავიდა, მაგრამ დაღლილმა მეზღვაურებმა ვეღარ შეძლეს მოგზაურიბის გაგრძელება. [[ინდოეთი|ინდოეთში]] მიმავალი საზღვაო გზის საძებნელად [[1497]] წელს პორტუგალიიდან გაემგზავრა ახალი ექსპედიცია [[ვასკო და გამა]]ს მეთაურობით. ექსპედიციამ აფრიკის შემოვლითა და ინდოეთის ოკეანის გავლით ინდოეთის ქალაქ [[კალკუტა]]ს მიაღწია. პორტუგალიელებმა ძალადობის გზით მოპოვებული სანელებლებით დატვირთეს ხომალდები და უკან დაბრუნდნენ. ძვირფასი ტვირთის ღირებულება სამოცჯერ აღემატებოდა ექსპედიციის ხარჯებს.