შემოქმედის ეპარქია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 3:
== ისტორია ==
===გურიის სამთავროს შემადგენლობაში===
შემოქმედის საეპისკოპოსო იყო [[გურიის სამთავრო]]ს ერთ-ერთი ეპარქია [[ჯუმათის საეპისკოპოსო]]სა და [[ხინოწმინდის საეპისკოპოსო]]სთან ერთად. დაარსდა XV საუკუნის 70-იან წლებამდე გიორგი გურიელისა და მისი მეუღლე ელენეს ძალისხმევით. მოიცავდა შუა გურიას (ტერიტორია მდინარეებს სუფსასა და ჩოლოქს შორის).

პირველი შემოქმედელი მღვდელმთავრის ვინაობა ცნობილი არ არის. სხვა წყაროების მიხედვით შემოქმედში საეპისკოპოს კათედრა დაარსდა 1519 ან 1525 წლებში. შემოქმედელ მღვდელმთავარს მიტროპოლიტის ან მთავარეპისკოპოსის ტიტული ჰქონდა და [[სუფსა]]სა და [[ჩოლოქი|ჩოლოქს]] შორის მცხოვრებთა უმაღლეს სასულიერო ხელისუფლად ითვლებოდა. მისი რეზიდენცია იყო [[შემოქმედის ეკლესია|შემოქმედის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ეკლესია]]. შემოქმედის საეპისკოპოსო ფლობდა დიდძალ ყმა-მამულს, რსაც საშემოქმედლოს უხუცესი (მოურავი) განაგებდა.
 
პირველი შემოქმედელი მღვდელმთავარი, რომელიც ისტორიულ წყაროებში, XVI საუკუნის მიწურულს, 1572 წელს მოიხსენიება არის მთავარეპისკოპოსი ბესარიონი (მაჭუტაძე). ბესარიონი იყო ერთ-ერთი მოთავე შემოქმედის მონასტერში ზარზმის ეკლესიის მშენებლობისა. იქვე შემორჩენილია მისი გამოსახულება. ბესარიონ შემოქმედელის მემკვიდრე [[მაქსიმე I|მაქსიმე მაჭუტაძე]] (1635 წლამდე) იყო. მან 1634 წელს გურიაში ჩამოიყვანა [[ქრისტეფორე კასტელი]] და სხვა კათოლიკე მისიონერები. მაქსიმე იმერეთის კათალიკოსის ტახტს ითავსებდა [[1628]] წლამდე და 1639-57 წლებში. მისი ეპისკოპოსობის დროს შემოქმედის ეკლესია მინაშენით გაფართოვდა.