შემოქმედის ეპარქია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 5:
შემოქმედის საეპისკოპოსო იყო [[გურიის სამთავრო]]ს ერთ-ერთი ეპარქია [[ჯუმათის საეპისკოპოსო]]სა და [[ხინოწმინდის საეპისკოპოსო]]სთან ერთად. დაარსდა XV საუკუნის 70-იან წლებამდე. მოიცავდა შუა გურიას (ტერიტორია მდინარეებს სუფსასა და ჩოლოქს შორის). პირველი შემოქმედელი მღვდელმთავრის ვინაობა ცნობილი არ არის. სხვა წყაროების მიხედვით შემოქმედში საეპისკოპოს კათედრა დაარსდა 1519 ან 1525 წლებში. შემოქმედელ მღვდელმთავარს მიტროპოლიტის ან მთავარეპისკოპოსის ტიტული ჰქონდა და [[სუფსა]]სა და [[ჩოლოქი|ჩოლოქს]] შორის მცხოვრებთა უმაღლეს სასულიერო ხელისუფლად ითვლებოდა. მისი რეზიდენცია იყო [[შემოქმედის ეკლესია|შემოქმედის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ეკლესია]]. შემოქმედის საეპისკოპოსო ფლობდა დიდძალ ყმა-მამულს, რსაც საშემოქმედლოს უხუცესი (მოურავი) განაგებდა.
 
პირველი შემოქმედელი მღვდელმთავარი, რომელიც ისტორიულ წყაროებში, XVI საუკუნის მიწურულს, 1572 წელს მოიხსენიება არის მთავარეპისკოპოსი ბესარიონი (მაჭუტაძე). ბესარიონი იყო ერთ-ერთი მოთავე შემოქმედის მონასტერში ზარზმის ეკლესიის მშენებლობისა. იქვე შემორჩენილია მისი გამოსახულება. ბესარიონ შემოქმედელის მემკვიდრე [[მაქსიმე I|მაქსიმე მაჭუტაძე]] (1635 წლამდე) იყო. მან 1634 წელს გურიაში ჩამოიყვანა [[ქრისტეფორე კასტელი]] და სხვა კათოლიკე მისიონერები. მაქსიმე იმერეთის კათალიკოსის ტახტს ითავსებდა [[1628]] წლამდე და 1639-57 წლებში. მისი ეპისკოპოსობის დროს შემოქმედის ეკლესია მინაშენით გაფართოვდა.
პირველი შემოქმედელი მღვდელმთავარი, რომელიც ისტორიულ წყაროებში, XVI საუკუნის მიწურულს მოიხსენიება არის მთავარეპისკოპოსი ბესარიონი (მაჭუტაძე). ბესარიონ შემოქმედელის მემკვიდრე მაქსიმე მაჭუტაძე ([[1635]] წლამდე) იყო. საგულისხმოა, რომ მღვდელმთავარი მაქსიმე, იმერეთის კათალიკოსის ტახტს ითავსებდა [[1628]] წლამდე. შემოქმედელ მღვდელმთავართა შორის აღსანიშნავია მიტროპოლიტ [[იაკობ შემოქმედელი|იაკობ დუმბაძის]] მოღვაწეობა. მღვდელმთავარი იაკობი ეპარქიას [[1647]]-[[1658]] წლებში უძღოდა. 1658 წელს რამდენიმე თვით შემოქმედისა და ჯუმათის ეპისკოპოსის ტახტებზე [[მალაქია II გურიელი]] დაჯდა. 1684 წელს შემოქმედის ეპარქიას დროებით იმერეთის კათალიკოსი დავით ნემსაძე ჩაუდგა. 1689 წელს უკვე დაბრმავებული მალაქია გურიელი ისევ აღკვეცეს ბერად და დასვეს ეპისკოპოსად. მალაქიას შემდეგ [[მამია III გურიელი|მამია III გურიელმა]], შემოქმედის ეპარქია მღვდელმთავარ იოანეს უწყალობა ([[1703]]-[[1713]]). საგულისხმოა, რომ იოანეს გვარი დღემდე უცნობია, მაგრამ დადასტურებულია, რომ მას მთავარეპისკოპოსის ხარისხი ჰქონდა და შემოქმედის ეპარქიის ტახტზე [[1713]] წლამდე ბრძანდებოდა. 1713-1775 წლებში შემოქმედელი ეპისკოპოსობა ნიკოლოზ ბატონიშვილს (მამია III ძე) ერგო. [[რუსეთ-ოსმალეთის ომი (1768-1774)|რუსეთ-ოსმალეთის ომმა]] 1768-74 წლებში გურიაზე ცუდი ზეგავლენა იქონია და ნიკოლოზ ბატონიშვილის შემდეგ გურიის საეპისკოპოსოები რამდენიმე წელი დაქვრივებული იყო. მდგომარეობის გამომსასწორებლად 1777 წელს კათალიკოსი [[მაქსიმე II]] გურიაში ჩავიდა და [[გიორგი V გურიელი|გიორგი V გურიელთან]] შეთანხმებით აღადგინა შემოქმედისა და ჯუმათის კათედრები. მათ შემოქმედელ ეპისკოპოსად იოსებ თაყაიშვილი განაწესეს, მაგრამ ოსმალეთის აგრესიის გამო კვლავ შეფერხდა სულიერი ცხოვრება შემოქმედში და 1788 წელს შემოქმედის საეპისკოპოსო პრაქტიკულად გაუქმდა.
 
შემოქმედელ მღვდელმთავართა შორის აღსანიშნავია მიტროპოლიტ [[იაკობ შემოქმედელი|იაკობ დუმბაძის]] მოღვაწეობა. მღვდელმთავარი იაკობი ეპარქიას 1647-1658 წლებში უძღოდა. დასავლეთ საქართველოს კათოლიკოსმა [[დავითი (ნემსაძე)|დავით ნემსაძემ]] ის 1687 წელს [[რომი|რომში]] გაგზავნა, სადაც დიდი პატივით მიიღო პაპმა [[ინოკენტი XI]]-მ. მათ იაკობს კათოლიკე მისიონერები გამოაყლოეს. მას შემდეგ, რაც მისიონერებმა ქადაგება დაიწყეს, იაკობმა განდევნა ისინი. მისი ინიციატივით რესტავრაცია ჩაუტარდა შემოქმედის მაცხოვრის ეკლესიას, რომლის აღმოსავლეთ ლავგარდანის ქვეშ წარწერაზეც არის მოხსენიებული.
 
1658 წელს რამდენიმე თვით შემოქმედისა და ჯუმათის ეპისკოპოსის ტახტებზე [[მალაქია II გურიელი]] დაჯდა. 1684 წელს შემოქმედის ეპარქიას დროებით იმერეთის კათალიკოსი დავით ნემსაძე ჩაუდგა. 1689 წელს უკვე დაბრმავებული მალაქია გურიელი ისევ აღკვეცეს ბერად და დასვეს ეპისკოპოსად. მალაქიას შემდეგ [[მამია III გურიელი|მამია III გურიელმა]], შემოქმედის ეპარქია მღვდელმთავარ იოანეს უწყალობა ([[1703]]-[[1713]]). საგულისხმოა, რომ იოანეს გვარი დღემდე უცნობია, მაგრამ დადასტურებულია, რომ მას მთავარეპისკოპოსის ხარისხი ჰქონდა და შემოქმედის ეპარქიის ტახტზე [[1713]] წლამდე ბრძანდებოდა. 1713-1775 წლებში შემოქმედელი ეპისკოპოსობა ნიკოლოზ ბატონიშვილს (მამია III ძე) ერგო. ნიკოლოზის მღვდელმტავრობის პერიოდი გამოირჩევა გამოცოცხლებით, ეწეოდა ძველი ჯვარ-ხატების განახლებასა და შემკობას. ნიკოლოზი ასევე დიპლომატიურ ასპარეზზე მოღვაწეობდა, ის ეხმარებოდა [[მამია IV გურიელი|მამია IV გურიელს]] ერეკლე II-სთან მოლაპარაკებებში მისი ძმის, გიორგი გურიელის წინააღმდეგ. მონაწილეობდა1759 და 1761 წლის საეკლესიო კრებებში.
 
[[რუსეთ-ოსმალეთის ომი (1768-1774)|რუსეთ-ოსმალეთის ომმა]] 1768-74 წლებში გურიაზე ცუდი ზეგავლენა იქონია და ნიკოლოზ ბატონიშვილის შემდეგ გურიის საეპისკოპოსოები რამდენიმე წელი დაქვრივებული იყო. მდგომარეობის გამომსასწორებლად 1777 წელს კათალიკოსი [[მაქსიმე II]] გურიაში ჩავიდა და [[გიორგი V გურიელი|გიორგი V გურიელთან]] შეთანხმებით აღადგინა შემოქმედისა და ჯუმათის კათედრები. მათ შემოქმედელ ეპისკოპოსად იოსებ თაყაიშვილი განაწესეს, მაგრამ ოსმალეთის აგრესიის გამო კვლავ შეფერხდა სულიერი ცხოვრება შემოქმედში და 1788 წელს შემოქმედის საეპისკოპოსო პრაქტიკულად გაუქმდა.
 
1788 წელს იოსები [[ჯუმათის საეპისკოპოსო|ჯუმათის ეპისკოპოსად]] დაადგინეს და შემოქმედელ მიტროპოლიტადაც იხსენიებოდა. 1788 წლიდან, საგარეო საფრთხის გამო ეპისკოპოსი შემოქმედში აღარ მჯდარა, მაგრამ ეპარქია რუსეთთან შეერთებამდე არ გაუქმებულა. იოსებ თაყაიშვილის გარდაცვალების შემდეგ, 1794 წლიდან შემოქმედის გამგებლობა, ჯუმათელ მღვდელმთავარ იოანე სინოდწმიდელს (წუწუნავა) მიანდეს, მაგრამ ეს თანამდებობა მას ფორმალურად და მოკლე დროით ეჭირა. 1794-1820 წლებში საშემოქმედლო ყმა-მამული ქაიხოსრო ბატონიშვილმა დაიკავა.