ძიმითი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებლის Gogmika ცვლილებების გაუქმება (№2866510)
ხაზი 3:
 
==ისტორია==
ძიმითი არის სოფლების, [[ზედა ძიმითი]]სა და [[ქვედა ძიმითი]]ს ძველი სახელწოდება. ძიმითში გორდელაურის, კიბულასა და ჩიტიას გორაკები ეკავა ციხეს, რომელსაც [[ვახუშტი ბატონიშვილი]] ბერიძის ციხედ მოიხსენიებს. ციხის მფლობელი იყო ფომინისა ბერიძე, რომელიც [[ქრისტეფორე კასტელი|ქრისტეფორე კასტელს]] ყავს მოხსენიებული. ციხის ეზოში იდგა სასახლე.<ref>''ენვერ გოგუაძე'', „გურიანას ქუეყანა“ — ბათუმი, „ალიონი“ 2001</ref> XIX საუკუნის 70-იან წლებში ძიმითში იდგა წმინდა კვირიკეს სახელობის ხის, გუმბათიანი ეკლესია.
 
ძიმითში იდგა წმინდა კვირიკეს სახელობის ხის, გუმბათიანი ეკლესია. ეკლესიას გარშემო ჰქონდა ქვის გალავანი. 1660-1662 წლებში [[ვამეყ დადიანი|ვამეყ დადიანმა]] ძიმითი აფხაზეთის საკათალიკოსოს შესწირა.<ref>„ქართული სამართლის ძეგლები“ ტ. VI გვ. 671 — თბილისი, 1977</ref> ეკლესია გუგუნავების სათავადოში მდებარეობდა და მათი მზრუნველობით სარგებლობდა. გიორგი და სიმონ გუგუნავებმა ძიმითს შესწირეს ზარი, ვახუშტი გუგუნავამ შესწირა წმინდა გიორგის ხატის ბუდე. 1901 წლის 15 იანვარს ძიმითის ეკლესიას ცეცხლი გაუჩნდა და მთლიანად განადგურდა. ხანძარმა იმსხვერპლა თავადი გუგუნავების კუთვნილი საგვარეულო ნივთები.
 
[[სსრკ|საბჭოთა პერიოდში]] წარმოადგენდა ერთიან [[კოლმეურნეობა]]ს. მისი ეკონომიკის მთავარი დარგი იყო [[მეჩაიეობა]]. სოფელში აგრეთვე მოყჰავდათ [[ციტრუსი]], [[თუთა]], [[ხეხილი]] და [[ვაზი]]. 1951 წელს აშენდა ძიმითჰესი, რომელიც ემსახურებოდა ძიმითისა და [[ნაგომარი|ნაგომრის]] კოლმეურნეობებს. 1959 წელს გაიხსნა 150 მეტრიანი ხიდი მდინარე [[სუფსა]]ზე, რომელმაც ძიმითი [[ოზურგეთი|ოზურგეთსა]] და [[ჩოხატაური|ჩოხატაურს]] უმოკლესი გზით დაუკავშირა, ასევე აშენდა 25 საწოლიანი [[საავადმყოფო]].
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ძიმითი“-დან