ბაილეთი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 46:
 
==ისტორია==
ბაილეთი [[გურიის სამთავრო]]ს მნიშვნელოვან ცენტრს წარმოადგენდა. აქ მდებარეობდა გურიელთა სასახლე და გვიანშუასაუკუნეების ციხე-სიმაგრე, ასევე 1609 წელს აგებული [[ბაილეთის ეკლესია]]. ბაილეთი შედიოდა [[გურიანთა (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი)|გურიანთის]] სასოფლო საზოგადოებაში და ეკუთვნოდა [[გურიელები|გურიელებს]], ხოლო გამოღმა ბაილეთი გვიან ფეოდალურ ხანაში წარმოადგენდა [[ნაკაშიძეები]]ს სამფლობელოს.<ref>''ო. სოსელია'', „ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან“, გვ. 165 — თბილისი, 1981 წ.</ref>
 
გურიანთას გამოეყო 1938 წელს და ჩამოყალიბდა ცალკე სასოფლო საბჭოდ, რომელსაც განახლება ეწოდა. 1950-იან წლებში სოფელში ამოქმედდა მცირე ელექტროსადგური და ჩაის ფაბრიკა<ref>''შ. ზაქარიაძე,'' „ახალმშენებლობანი განახლებაში“, გაზეთი „ლენინის დროშა“, N111 გვ. 4 — 1951 წ.</ref> 1979 წელს დაუბრუნდა ძველი სახელი. 1958-60 წლებში სოფელში გაყვანილ იქნა წყალსადენი, მოხდა სოფლის ელექტროფიკაცია, აშენდა [[ბიბლიოთეკა]].
ხაზი 53:
[[2002]] წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობდა 626 ადამიანი. 2010 წლის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა არის 536 კაცი. მათი 99% ქართველია. მოსახლეობის 8% ღარიბია. დასაქმებულია შრომისუნარიანი მოსახლეობის 12%.<ref>[http://ozurgeti.org.ge/?page_id=288 სტატისტიკური ინფორმაცია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ერთეულების შესახებ, თანდართული ფაილი]</ref>
 
==ისტორიული ძეგლები==
==ღირსშესანიშნაობები==
{{მთავარი|ბაილეთის ეკლესია}}
სოფლის ტერიტორიაზე დგას შუა საუკუნეების ციხის გალავანი და [[1609]] წლის ეკლესია. [[ბაილეთის ეკლესია]] მამათისა და [[ჩეხედანას ეკლესია|ჩეხედანას]] ეკლესიებთან ერთად იერუსალიმის უფლის საფლავისთვის იყო შეწირული. ეკლესია ნაგებია აგურითა და ნახეთქი ქვით. 1827 წ. ეკლესიას დაადგეს თლილი ქვის გუმბათი და მოხატეს. ეკლესიის აღმოსავლეთ ნაწილი სამწახნაგოვანი ნახევარწრის ფორმისაა. მხატვრობა შეიცავს [[გურიელები]]ს გვარის წარმომადგენელთა პორტრეტებს.
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბაილეთი“-დან