ლაზეთი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 3:
[[III საუკუნე|III]]-[[IV საუკუნე|IV]] საუკუნეებში მოიცავდა შავიზღვისპირეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ მთიანეთს, მდინარე [[ჭოროხი|ჭოროხის]] ზემო წელის აუზს. მოგვიანებით სახელწოდება გავრცელდა მის მიმდებარე ზღვის სანაპირო ტერიტორიაზე. იგივეა, რაც ლაზეთი, ლაზისტანი, ბერძნულ წყაროებში მოიხსენიება როგორც თიანიკე.
 
VI ს-ში ჭანეთის ტერიტორია [[ბიზანტია|ბიზანტიამ]] დაიპყრო. ამავე პერიოდში აქ გავრცელდა [[ქრისტიანობა]]. XIII-XIV სს-ში იგი [[ტრაპიზონის იმპერია|ტრაპიზონის იმპერიაში]] მოექცა, თუმცა მისი აღმოსავლეთ ნაწილი [[სამცხე-საათაბაგო|სამცხის სამთავრო]]ს შემადგენლობაში იყო. [[1461]] წელს ტრაპიზონის იმპერია ჭანეთის ნაწილითურთ (შუა და დასავლეთი ჭანეთი) [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთმა]] დაიპყრო. 1463-1502 წლებში ჭანეთის აღმოსავლეთ ნაწილი [[გურიის სამთავრო]]ს შემადგენლობაშია, 1502-15331535 წლებში — [[სამცხე-საათაბაგო]]ს შემადგენლობაში, 1535-47 წლებში კვლავ გურიას ეკუთვნის. ჭანეთი ოსმალეთმა საბოლოოდ 1547 წელს მიიტაცა.
 
1878 წელს [[ბერლინის კონგრესი]]ს გადაწყვეტილებით, ოსმალეთმა დათმო ჭანეთის ნაწილი, ახლანდელი სოფელი [[სარფი]] და მისი მიმდებარე რეგიონი, რომელიც ამჟამად შედის საქართველოს შემადგენლობაში.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლაზეთი“-დან